გიორგი თოლორდავა

დემნას ხელმძღვანელობით BALENCIAGA-მ 1,790-დოლარიანი „ნაგვის ტომარა“ წარადგინა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

დიზაინერი დემნა გვასალია ისევ მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია – ამჯერად მისი ხელმძღვანელობით BALENCIAGA-მ ახალი პროდუქტი, „ნაგვის ჩანთა“ წარადგინა, რომლის ფასიც 1,790 დოლარია.

ძვირად ღირებული ტყავის ჩანთის შთაგონების წყარო ნაგვის ტომარაა, რომელსაც BALENCIAGA-მ ახალი დანიშნულება შესძინა. საგულისხმოა, რომ „ნაგვის ჩანთის“ დებიუტი 2022 წლის შემოდგომის კოლექციის წარდგენისას პარიზში შედგა.

„მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ტომრის შექმნის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რადგან ვის არ უყვარს სკანდალები?“, – განაცხადა დემნამ.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია