გიორგი არონია

რიში სუნაკი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის საჭირო 100 ხმა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა მიიღო. ამგვარად, სუნაკი კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება, – ამის შესახებ BBC-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე, პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის თავად თემთა პალატის ლიდერი, პენი მორდონტიც იყო, მაგრამ, როგორც ირკვევა, საკუთარი კანდიდატურა მან თანაპარტიელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის სტაბილურობის სასიკეთოდ მოხსნა.

რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრად არჩევას გამოეხმაურა შოტლანდიური კონსერვატიული პარტიის ლიდერი, დუგლას როსი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თანამდებობისთვის, სუნაკი „წარმოუდგენლად შესაფერისი კანდიდატია“.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია