დავით ბერაძე

უკრაინა კანადისაგან Senator-ის ტიპის ასობით ჯავშანმანქანას მიიღებს

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ჯავშანმანქანების კანადურმა მწარმოებელმა Roshel-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Senator-ის ტიპის 100 ერთეული მაღალტექნოლოგიური ჯავშანტრანსპორტიორი მიაწოდა. აღნიშნული ჯავშანმანქანების უკრაინისათვის მიწოდება ოტავის სამხედრო დახმარების ნაწილია.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დამატებით 300 ერთეული Senator-ი უკრაინას უახლოეს პერიოდში მიეწოდება. Senator-ი სამართალდამცავი უწყებებისა და სასაზღვრო პატრულისთვის განკუთვნილი ახლად შექმნილი ჯავშანმანქანაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აღნიშნულ ჯავშანმანქანას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით კონტრშეტევით ოპერაციებში საკმაოდ ეფექტიანად იყენებს. Senator-ების ნაწილი უკრაინის სასაზღვრო პოლიციას ბელარუსის საზღვართან პატრულირებისათვის გადაეცა.

სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, ამერიკულ და უკრაინულ ანალოგებთან შედარებით Senator-ები უკეთესი მანევრირების შესაძლებლობებით გამოირჩევა. კომპანიის განმარტებით, ჯავშანმანქანის დიზაინი და აგებულება შესაბამის პირობებთან გასამკლავებლად შეიქმნა.

სატრანსპორტო საშუალების ჯავშანი ბალისტიკური დაცვის შესაძლებლობას იძლევა.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია