Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტექ ინდუსტრიის 7 მომაკვდინებელი „ცოდვა“

by Davit Tsiramua
აგვისტო 22, 2023
in მოსაზრება, ოპედი
0
ტექ ინდუსტრიის 7 მომაკვდინებელი „ცოდვა“
0
SHARES
0
VIEWS
რა მოხდება თუ ტექნოლოგიებს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით დავაჯგუფებთ? მაგალითად, Facebook-ი და Instagram-ი შურის კატეგორიაში მოხვდება, LinkedIn-ი სიამაყის, Wolt-ი და Glovo კი ნაყროვანების.

დიდი ხნის წინ ქრისტიანმა თეოლოგებმა შექმნეს 7 მომაკვდინებელი ცოდვის სია, რომელიც, თუ დავფიქრდებით, რეალურად ადამიანის ბუნების ფუნდამენტური მახასიათებლებია.

ესენია:

  • სიამაყე
  • სიზარმაცე
  • შური
  • სიხარბე
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • მრისხანება

ყოველ თაობას აქვს ახალი იდეები და მსოფლმხედველობა, მაგრამ მილიონობით წლის ევოლუციის შედეგად, ფუნდამენტურად მაინც ყველანი ერთნაირები ვართ: ყველა ვბრაზდებით, ვეჭვიანობთ და ვცდილობთ აღიარება მოვიპოვოთ.

საინტერესოა ამ შვიდეულის კულტურულ და თეოლოგიურ ასპექტში განხილვა, თუმცა მოდით დღეს ტექ ინდუსტრიის ლინზით შევხედოთ.

საინტერესო ისაა, რომ კომპანიები, რომლებიც ამ შვიდიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას ემსახურებიან, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევენ.

არანაირი ანტიქრისტიანული კონსპირაცია ამაში არ დევს, არამედ უბრალოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას უსვამს ხაზს: კონსუმერიზმის, კაპიტალიზმისა და კულტურის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანის ბუნების ის ფუნდამენტური და უცვლელი მახასიათებლებია, რომლებიც ყველას გვაერთიანებს.

ამ მახასიათებელთაგანია ეს შვიდეულიც და ბევრი ტექ კომპანია ზუსტად ამ ფუნდამენტურ ადამიანურ თვისებებზეა დაშენებული.

სიამაყე

პირველი პლატფორმა რომელიც სიამაყეზე მახსენდება LinkedIn-ია.

ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჯერ კიდევ, როდესაც LinkedIn-ი ახალი გაშვებული იყო, დამფუძნებლებმა თავიანთ მომხმარებლებში ერთი კურიოზული ქცევა შენიშნეს:

მომხმარებლები ყველაზე ხშირად თავიანთ პროფილს სტუმრობდნენ.

გამომწერები, მოწონებები, პროფილის ნახვები – ფაქტობრივად, აღიარების საზომი ერთეულებია, რომლებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. თან არ აქვს მნიშვნელობა რომელ სოციალურ მედიას ვიყენებთ და რა ქონთენთს ვქმნით, იქნება ეს Instagram-ზე დადებული შვებულების ფოტოები, Twitter-ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური სატირა თუ TikTok-ის ცეკვის ვიდეო.

სოციალურმა მედიებმა საშუალება მოგვცეს უფრო დიდი აუდიტორიისთვის მიგვეწვდინა ხმა და სანაცვლოდ აღიარება მოგვეპოვებინა, მაშინ როდესაც ინტერნეტის ეპოქამდე ადამიანის სოციალური გარემო მხოლოდ თავისი ვიწრო ფიზიკური წრით შემოიფარგლებოდა (მეზობლები, ოჯახის წევრები, კლასელები, კურსელები და ა.შ).

ზოგადად, რაც კი მიღწევის შეგრძნებას გვაძლევს თვითშეფასებას გვიმაღლებს. ზუსტად ამას ემსახურება სოც. მედიაში ქონთენთის შექმნა, თუმცა ისეთი აპლიკაციებიც, როგორიცაა მაგალითად Duolingo, მსგავსი პრინციპით მუშაობენ – აპლიკაციის გამოყენებისთვის გაჯილდოებენ. იქნება ეს პრემიუმ ბეიჯები, შეჯიბრები, რეკორდები, ქულები თუ სხვა რამ.

ზოგადად, საუკეთესო აპლიკაციებს ესმით, რომ ადამიანების აღიარების შინაგანი მოთხოვნილებებით თამაში – განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან – მომხმარებლების ჩართულობისა და შენარჩუნების საუკეთესო გზაა.

სიზარმაცე

ალბათ, Netflix-ზე მეტად სიზარმაცეს არცერთი სხვა აპლიკაცია არ უკავშირდება. ქართულ რეალობაში მის ადგილას Adjaranet-ი იყო (სანამ ამის ფუფუნება გვქონდა). ჭამის დროს სერიალს რომ ჩართავ ერთი სერიის საყურებლად და სამი საათს შემდეგ „კიდევ ერთი სერიაც“-ო ეუბნები შენს თავს – აი, ეგ მომენტია.

კიდევ უამრავი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, სახლის დალაგება რომ გეზარება და Profy-დან დიასახლისს რომ გამოიძახებ. ან საჭმლის გაკეთება რომ სიკვდილივით არ გინდა და ხუთწუთიანი მარჩიელობის შემდეგ Wolt-ს გახსნი.

მაგრამ, საბოლოოდ, პირადად ჩემთვის, სიზარმაცის გრანდიოზული განსახიერება გეიმინგ ინდუსტრიაა.

გეიმინგ ინდუსტრია სიზარმაცის ყველა სხვა ინდუსტრიაზე დიდია. აი, ფილმების და ტელევიზიის ინდუსტრიები რომ გააერთიანო დაახლოებით მაგხელაა.

მისი ბუნება, ფუნდამენტურად ზარმაცულია – გადაეშვი მეტავერსში, ჩაიდინე გმირული საქმეები და შემოიარე სამყარო, თან ისე, სკამიდან არც კი ადგე.

შური

Instagram…

აი, ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ, რეალურად რას გველაპარაკება Instagram-ის Feed-ი და რას უპასუხებს შენი ქვეცნობიერი:

Instagram: „შეხედე, შენი თანამშრომელი მალდივებზე ისვენებს. ირუჯება, ოკეანეში ბანაობს და ყოველ ღამე კლუბებში ერთობა.“

შენი ქვეცნობიერი: „ვა, მაგარია, მე კიდევ აგვისტოში ვმუშაობ. თან, არც კი მიყვარს ჩემი სამსახური.“

Instagram: „უი, შეხედე, შენი კლასელი თურმე როგორ გამხდარა და რა კარგად გამოიყურება.“

შენი ქვეცნობიერი: „გადასარევი. მე კიდევ ღიპი მაქვს და ალბათ მალე ღაბაბიც დამედება.“

Instagram: „ნახე, მეგობარს ახალი მანქანა ყავს.“

შენი ქვეცნობიერი: „ნეტა მანქანის ფული მქონდეს და ამ გადაჭედილი ავტობუსით არ მიწევდეს მგზავრობა.“

Instagram: „შენს კურსელს ახალი შეყვარებული ყავს. შეხედე როგორი ბედნიერები არიან.“

შენი ქვეცნობიერი: „მე ბალიშს ჩავეხუტო?“

როგორ გგონიათ, რამდენი ადამიანი ფიქრობს ასეთ რაღაცებს Instagram-ის სქროლვისას?

რავი, ალბათ ძალიან ცოტა.

მაგრამ!

ერთია ცნობიერად ფიქრი და მეორე ის უკონტროლო და არაცნობიერი მექანიზმი, რომელიც მუდმივად სხვებს გვადარებს.

იქნება ეს გარეგნობა, წარმატება, ბედნიერება, ურთიერთობები თუ სხვა – გვინდა თუ არა, მუდმივად სხვებს ვედრებით. ეს ავტომატური და ხშირად არაცნობიერი პროცესია.

მაგალითად, თუ მოგზაურობა ძალიან გიყვარს და დიდი ხანია შვებულებაში არ ყოფილხარ, რაც მეტ ბედნიერ მოგზაურს ნახავ, ნელ-ნელა მით უარესად იგრძნობ თავს – „ნახე რამდენი ადამიანი მოგზაურობს. მე კიდევ ცხოვრებას ვფლანგავ. აი, რა იქნება მეტი ფული რომ მქონდეს რა?“.

Instagram-ის ალგორითმიც ამაზეა აგებული – განახოს ის, რასაც ელტვი.

Instagram-ი ამის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რეალურად ზემოთ LinkedIn-ი რომ ვახსენე, ეს მსჯელობა მასზეც ვრცელდება, ოღონდ უფრო პროფესიული მიღწევების და წარმატების ჭრილში. BeReal, Facebook, Twitter, ყველა ამ კატეგორიაში ვარდება.

მაგრამ შურს კიდევ ერთი საინტერესო გამოვლინება აქვს FOMO (fear of missing out)  ეფექტის სახით.

გახსოვთ STEPN-ის „ბოტასების“ ეპიდემია? აი, ვირტუალურ NFT ბოტასებს რომ ყიდულობდნენ და ლისის გარშემო სიარულით ფულის შოვნას რომ ცდილობდნენ, აი ეგ.

ერთი ამბავი იყო. ბოლოს ხალხი გადამყიდველებისგან სამმაგ ფასად ყიდულობდა ამ NFT-ებს – „ვაიმე, შეხედე ყველა ამას აკეთებს, სიარულით ფულს წერენ. მე სად ვიყიდო?!“

STEPN-ის „ბოტასების“ მფლობელების 1%-მა მოგებით გაყიდეს თავიანთი NFT-ები.

10%-მა თვითღირებულების ამოღება შეძლო.

დანარჩენმა 89%-ი კი წაგებაში დარჩა.

და რატომ?

ერთი მიზეზი იყო – შური.

მეორე კი…

სიხარბე

კრიპტომანია სიხარბის უიდეალურესი მაგალითია.

დღეს ყოველ „ბირჭავიკს“ შეუძლია კრიპტოს ყიდვა იმ იმედით რომ Dogecoin-ის მსგავსი აბსურდი მოხდება და 20 ლარის ინვესტიციით უცებ მილიონერი გახდება.

ზუსტად სიხარბის „ცოდვის“ შედეგია აუვალი სქამერული შეთავაზება.

მესიჯი იქნება ეს, მეილი, რეკლამა თუ საიტზე ამოვარდნილი ფოფ აფი – ალბათ ყველას შეგვხვედრია ისეთი შეთავაზებები, რომლებიც მარტივად, სწრაფად და იაფად გამდიდრებას გვპირდებიან.

რაც, რა თქმა უნდა არ ხდება (თუ თავად სქამერი არ ხარ).

ჩვენთვის ყველაზე ხელშესახები მაგალითი ალბათ MyMarket-ის სქამერული ბოტებია.

ყველას დაგვიდია MyMarket-ზე განცხადება და 2 წუთს შემდეგ ალბათ ყველას მიგვიღია WhatsApp მესიჯი რენდომ რუსი ქალბატონისგან, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი პროდუქტის ყიდვა სურს და მიგვითითებს რაღაც გაურკვეველ ლინკზე, რომელსაც უნდა დავაჭიროთ, რომ ფული მივიღოთ.

ზოგადად, კარგი ჩვევაა, რომ უცნობი ხალხის გამოგზავნილ, უცხო ლინკებს არ დავაჭიროთ.

ნაყროვანება

Glovo და Wolt.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენი კვების ჩვევები ძირითადად სახლში საჭმლის მომზადებით, ბებოს გემრიელი სტუმრობებით და ხანდახან რესტორანში წასვლით შემოიფარგლებოდა.

ახლა კი, რა საჭმელიც არ უნდა მოგინდეს ყველაფრისგან მხოლოდ რამდენიმე კლიკი და 30 წუთის ლოდინი გაშორებს. ისეთი ხელმისაწვდომი და კომფორტულია, რომ რთულია ამ ცდუნებაზე უარი თქვა.

თანაც, ნაყროვანების და სიზარმაცის ინდუსტრიები ერთმანეთს კვებენ. გემრიელი საჭმლის და სნექების გარეშე ვის გაუგია სავარძელში მოკალათება და სერიალის ყურება? და პირიქით.

სიძვა

აქ Tinder-ი რომ არ ვახსენო ისე არ გამოვა.

გეიმინგ ინდუსტრიაც კი ვერ შეედრება ონლაინ გაცნობის გიგანტების მასშტაბს. Tinder-ს დღეს 6.6 მილიონი ფასიანი გამომწერი ყავს, უფასო მომხმარებელი კი 75 მილიონი!

როგორც აღმოჩნდა, სიძვაზე ძალიან კარგი ბიზნესები შენდება.

მაგალითად Grindr-ზე (Tinder-ის ალტერნატივა გეებისთვის) მომხმარებლები აპლიკაციაში დღეში საშუალოდ 61 წუთს ატარებენ, რაც Facebook-ისა და Instagram-ის დღიურ ჯამურ მოხმარებას უდრის.

უფროსი თაობის წარმომადგენლებში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის თუ ახალგაზრდებში, უკვე საქართველოშიც კი, რამდენად პოპულარულია ონლაინ გაცნობა.

საქართველოს მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ამერიკაში წყვილების დაახლოებით 55% ონლაინ იცნობს ერთმანეთს.

2017 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს უდრიდა. ჩემი აზრით, ეს პროცენტი დღეს გაცილებით მეტია, უბრალოდ ონლაინ გაცნობისადმი ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები და ამიტომ ყველა ღიად არ აცხადებს ხოლმე ამას.

ჩვენი სანაცნობო წრე ადრე გეოგრაფიით იყო შემოფარგლული; ახლა, წამებში 5.2 მილიარდ ინტერნეტის მომხმარებელზე მიგვიწვდება ხელი.

მაგრამ დეითინგ აპლიკაციებს რომ თავი გავანებოთ, „ზრდასრულთა გართობის ინდუსტრია“ იზრდება და იზრდება – იქნება ეს მასიური პორნოგრაფიული საიტები თუ მაგალითად OnlyFans, სადაც კრეატორები ფაქტობრივად სექსუალური ცხოვრების იმიტაციას ყიდიან.

ერთი სასაცილო მაგალითია FeetFinder, სადაც ქალები (ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ) თავიანთი ფეხების სურათებით ვაჭრობენ.

არ ვხუმრობ, მართლა იყიდება.

ბრაზი

ამერიკაში რომ ვცხოვრობდე ბრაზის მაგალითად Twitter-ს მოვიყვანდი, მაგრამ მგონია, რომ ქართულ რეალობაში ქართული მედია (კონკრეტულად – ახალი ამბები) და ქართული Facebook-ი ამის უკეთესი მაგალითებია.

მთელი ქართული „ახალი ამბების“ მასმედია ბრაზზეა აწყობილი.

როგორც კი „ახალ ამბებს“ ჩართავ მაშინვე გესმის თუ ვინ რა ჩაიდინა, ვინ რა ვერ გააკეთა, ვინ რა დაპირება არ შეასრულა, ვინ ვისზე უარესია, ვინ ვინ გალანძღა, ვინ რას აპროტესტებს და ა.შ.

უსამართლობა, სიძულვილი, ძალადობა – ეს იმ ქონთენთის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ყოველ დღე ტელევიზორის ჩართვისას მოვიხმართ.

ტელევიზორს რომ თავი გავანებოთ (ვინღა უყურებს ტელევიზორს?) – ქართული Facebook-ი ფაქტობრივად მთელი ერის მეტავერსია, რომლის კომენტარების სექციებზეც ტროლები და ბოტები მეფობენ.

ამ გაურკვეველ ობიექტებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – ხალხში ბრაზის აღძვრა.

მაგრამ, ბოტებს და ტროლებს რომ თავი გავანებოთ, „კლავიატურის ლომების“ ფენომენი ხომ გაგიგიათ? ეს ის ხალხია პირისპირ ინტერაქციაში, რომ არანაირ აგრესიას არ ავლენენ და Facebook-ის კომენტარების სექციებში ამბოხებებს რომ აწყობენ.

მოკლედ, ქართული „ახალი ამბების“ მედია და Facebook-ი ერთი დიდი ბრაზის მანქანაა.

ბოლოს კი ერთ სიმღერას დაგიტოვებთ, რომლსაც ამ სტატიას საუნდთრექად დავადებდი, რომ შემეძლოს – Welcome to the Internet – Bo Burnham

Previous Post

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია იწყება

Next Post

როგორ გამდიდრდა „პრადა“?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
როგორ გამდიდრდა „პრადა“?

როგორ გამდიდრდა „პრადა“?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result