Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მარჯვე დამბინავებლები

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in მოგზაურობა
0
მარჯვე დამბინავებლები
0
SHARES
0
VIEWS

21c Museum Hotels-ის წამოწყება თავდაპირველად დაკავშირებული იყო კენტუკიელი სუპერწყვილის მცდელობასთან, გადაერჩინათ ლუისვილის ცენტრალური რაიონი, თუმცა მოგვიანებით ეს მცდელობა გაკვეთილად იქცა, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ ავაშენოთ მოგზაურთათვის მინიშედევრები.

ლუისვილის 21c Museum Hotel-ის სარეგისტრაციო დახლის უკან ოთხი შიშველი ბავშვი თამაშობს. ის ფაქტი, რომ ისინი თანამედროვე არტისტის, ჯუდი ფოქსის სკულპტურები არიან, სცენას ნაკლებად შემაწუხებელს როდი ხდის. მეტიც, სწორედ ამის გამოა, რომ სარეგისტრაციო დახლთან ეს უსირცხვილო ელფები გვხვდება. ბოლო-ბოლო, ამ სასტუმროში გატარებული ღამე მართლაც მუზეუმში გატარებულ ღამეს უდრის.

2006 წელს დაფუძნებული 21c Museum Hotels-ი პროვოკაციული თანამედროვე ხელოვნების (სწორედ ამიტომ ფიგურირებს სახელში “21-ე საუკუნე”) და მდიდრული საცხოვრებლის კომბინაციას წარმოადგენს ქვეყნის იმ მხარეებში, რომელთა თავზეც, როგორც წესი, თვითმფრინავები დაფრინავენ. ხელოვნების კოლექციონერებისა და ფილანთროპების, სტივ უილსონისა (ყოფილი პოლიტიკური მუშაკი) და ლორა ლი ბრაუნის (Brown-Forman-ის მემკვიდრე) ჩანაფიქრით, სასტუმროები ხშირად ისტორიულ შენობებში მდებარეობს, რომელთა ახალ, შნოიან კონცეფციას ნიუიორკელი არქიტექტორი, დებორა ბერკი ქმნის, და მათში მუზეუმებია განთავსებული – როგორც მუდმივი კოლექციების, ისე დროებითი გამოფენების სახით. რაც შეეხება შიშველ ნიმფებს სარეგისტრაციო დახლთან, ეს ნამუშევრები განზრახ არაკონვენციურია და არაკონვენციურადვეა გამოფენილი. გალერეების მონახულება ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია (უსასყიდლოდ), თუმცა სასტუმროს სტუმრებს, ბუნებრივია, გამოფენებთან 24/7 წვდომა აქვთ.

„ჩვენ მხოლოდ ერთის გაკეთებას ვაპირებდით ლუისვილში, – ამბობს უილსონი ქსელის ყველაზე პრესტიჟულ, 91-ოთახიან სასტუმროზე, სადაც ნომრების ფასი ღამეში $229-დან იწყება. – პრინციპში, ახალი გახსნილები ვიყავით, როცა უზარმაზარი გამოხმაურება მივიღეთ, ხოლო მეგობრები და მრჩეველები – იგულისხმება ადამიანთა ის ჯგუფი, ვინც თავიდან ეხვეწებოდა, არ ღირს ამ კონცეფციის მოსინჯვაო – ,გვეუბნებოდნენ, აუცილებლად მეტი უნდა გახსნათო. თქვენ თუ არ გახსნით, ვინმე სხვა იზამსო“.

მეორე 21c ცინცინატიში, ხუთი წლის შემდეგ გაიხსნა. ამ ერთ დროს დიდებულ (და ახლა კიდევ უფრო დიდებულ) Metropole Hotel-ში 156 ნომერია. წყვილის მეგობართან, ელის უალტონთან დიალოგმა შედეგად მესამე 21c გამოიღო, ამჯერად – ბენტონვილში (არკანზასი), უალტონის დაარსებულ Crystal Bridges Museum of American Art-ის მახლობლად. კონვენციურობაზე აქაც უარი თქვეს და სასტუმრო შეკვეთის საფუძველზე ააშენეს. მარტში კიდევ ერთი 21c გაიხსნა – დიურემში (ჩრდილო კაროლინა), 125-ოთახიანი სასტუმრო 17-სართულიან არტ-დეკო კოშკში (რომელიც იმავე არქიტექტორების დაპროექტებულია, ვისაც Empire State Building-ი ეკუთვნის და ჰგავს კიდეც სასტუმრო ამ უკანასკნელს).

მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ ორი სასტუმრო გაიხსნება – ლექსინგტონსა (კენტუკი) და ოკლაჰომა-სიტიში, 2018 წლისთვის კი სამი – კანზას-სიტიში, ნეშვილსა და ინდიანაპოლისში. უილსონისა და ბრაუნის სურვილმა, სასტუმროები ქალაქების კულტურულ ცენტრებად ექციათ, განლაგების არეალის გაფართოებას შეუშალა ხელი (და ისეთ მეგაპოლისებში დაფუძნებასაც, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი).

ბუტიკების ქსელთა უმეტესობისგან განსხვავებით, 21c-ის სასტუმროები სრულებით არ ჰგავს ერთმანეთს, თუმცა ფეშენებელური დეტალები და ანცი სულისკვეთება ყველა მათგანს საერთო აქვს – ბალიშებზე დელიკატესი შოკოლადებითა და საშხაპეებში რეზინის იხვებით დაწყებული, პინგვინთა გუნდის საფირმო სკულპტურებით დამთავრებული, რაც ყველა სასტუმროში გვხვდება (და რომელთაც პერსონალიცა და სტუმრებიც გამუდმებით უცვლიან ადგილს). მათი კიდევ ერთი საფირმო ნიშანი დახვეწილი სადილია – მენიუები კლიენტებს უბიძგებს, ადგილობრივ ბაზარს გასცდნენ და ახალ-ახალი კერძები მიირთვან („ლუისვილში ჩვენამდე რვაფეხას არსად გთავაზობდნენ, – ამაყად ამბობს უილსონი, – [ცინცინატიში] ჩვენამდე შემწვარი სტაფილოს სალათს არავინ აკეთებდა. არავინ იცოდა, რა იყო რამპსი“).

მოსწყვიტეთ თვალი თქვენს კერძს 21c-ის რესტორანში, როგორც ეს მე გავაკეთე, როცა ბიზონის გუფთას შევექცეოდი (უილსონის მამულის ნახირიდან) და მიხვდებით, რომ თქვენი იქ ყოფნის სამუზეუმო ნაწილიც დაიწყო. გამოფენები მთელი სასტუმროს ტერიტორიაზეა განთავსებული. „ხელოვნება ინტეგრირებულია ყველაფერთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, – ამბობს ელის გრეი სტაიტსი, ფირმის მთავარი კურატორი. „ცინცინატიში, სპამდე მიმავალი კიბეებიც კი მხატვრის ინსტალაციაა“ (ის მოძრავ მდელოს მოგაგონებთ). თემატურ გამოფენებზე ხშირად ცნობილი არტისტების ნამუშევრებია გამოფენილი, მაგალითად, სინდი შერმანის, კარა უოკერისა და ჩაკ ქლოუზის ნამუშევრები, თუმცა ნაკლებად ცნობილი მხატვრებისა და სკულპტორების დრამატულ ნახელავსაც ნახავთ. „აღმოვაჩინე, რომ ჩვენ მიერ ამორჩეულ თითოეულ ქალაქში არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ხელოვანები არიან, – აგრძელებს სტაიტსი, – ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ, რომ ან გამოვფინოთ მათი ნამუშევრები, ან ჩვენს ინსტალაციებზე ვამუშაოთ, ეს კი დიდი ხელოვნების ნახვის საშუალებას გვაძლევს, რასაც, შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებში მოკლებული იყო“.

ამჟამად დიურემში გამოფენილი ნახატების, სკულპტურებისა და ფოტოების კოლექცია ადამიანის აღქმის ცვალებადობას ეხება; ცინცინატიში, უორჰოლისებრი პოპკულტურის კაშკაშა პორტრეტები კიდია; ხოლო ლუისვილის გამოფენის მთავარი ფოკუსი ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებაა. ეს კოლექცია ემოციურად პროვოკაციულ ნახატსაც შეიცავს, რომელიც პეიოტის ზემოქმედების ქვეშ გაჩენილი ხილვების შედეგად, ლუისვილელმა არტისტმა, გრანტ ჰაიუნგამ შექმნა. ნახატზე თითქოს ცხენისთავიანი ქალია გამოსახული, რომელიც მასტურბირებს და სისხლითაა მოსვრილი. ყველა ამ ნამუშევრის აღქმა, ცხადია, პირად ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული. „მეგონა, კაცი იყო“, – მხრების ჩეჩით ამბობს უილსონი, როცა ამ ცხენის ფორმასთან დაკავშირებით იღებს შეკითხვას.

გალერეაში, მოშორებით, უილსონი დედასა და შვილს მოჰკრავს თვალს. ისინი ფოტოსთვის პოზირებენ. „ეს სელფის ჯოხია? – კითხულობს უილსონი. სწრაფი მზერა ადასტურებს, რომ – ჰო, სელფის ჯოხია. – კარგია. მომწონს. ხელოვნებას უახლოვდებიან”.

 

Previous Post

მსოფლიოს ტოპ 10 ნავთობმომპოვებელი ქვეყანა

Next Post

ბიზნეს კაფე – კომპანია ინსორსი და პაშა ბანკის ერთობლივი პროექტის მეორე შეხვედრა

მაგდა დოლიძე

Next Post
ბიზნეს კაფე – კომპანია ინსორსი და პაშა ბანკის ერთობლივი პროექტის მეორე შეხვედრა

ბიზნეს კაფე - კომპანია ინსორსი და პაშა ბანკის ერთობლივი პროექტის მეორე შეხვედრა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result