Kakhi Chakvetadze

წელს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 34,000 თანამშრომელი გაათავისუფლეს

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ტექნოლოგიურ კომპანიებში გასულ წელს დაწყებული სამუშაო ადგილების შემცირების ტენდენცია 2024-შიც გრძელდება.

ვებსაიტ Layoffs.fyi-ის თანახმად, Microsoft-მა, Snap-მა, eBay-მა და PayPal-მა და სხვა 134-მა ტექნოლოგიურმა კომპანიამ წელს ასობით თანამშრომელი დაითხოვა. სამუშაო ადგილების რაოდენობა 34,000-თაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ შემცირების გეგმები უფრო მეტად სტრატეგიულია, ვიდრე სეზონური.

პანდემიის დროს კომპანიებმა ჭარბი ინვესტიციები განახორციელეს და დაქირავება გაზარდეს იმ მოლოდინით, რომ ციფრული ცხოვრების სტილზე გადასვლის სიჩქარე შენარჩუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და 2023 წელს კომპანიებს 263,000 ადამიანის გათავისუფლება მოუწიათ.

ახლა კი სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე ტექნოლოგიურ კომპანიებს ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირების გაზრდა სურთ. 2024 წლისთვის მსგავსი გეგმები აქვთ Amazon-ს, Google-ს, Alphabet-სა და Spotify-საც.

 

ასევე წაიკითხეთ: ტექნოლოგიური გიგანტები თანამშრომელთა გათავისუფლებას წელსაც განაგრძობენ

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია