Salo Papalashvili

Hyundai-მ 28 ათასზე მეტი ავტომობილი უკან გაიწვია

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ზეთის გაჟონვის პოტენციური რისკის გამო, რამაც შესაძლოა, ძრავის განყოფილებაში ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს, Hyundai Motor America-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში 28,439 ავტომობილი უკან გაიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საავტომობილო გიგანტის მიერ აშშ-ში უკან გამოწვეულ მოდელებს შორისაა 2018-2020 წლებში წარმოებული Genesis G80, 2017-2022 წლების G90 და 2019-2022 წლების G70, რომლებიც აღჭურვილია 3.3-ლიტრიანი V6-ტურბოძრავით. დამატებით კი, დამუხტვის სისტემაში არსებული პროგრამული პრობლემების გამო, Hyundai-იმ, Kia-სთან ერთად, სამხრეთ კორეაში 170,000 ელექტრომობილი გაიწვია.

Hyundai-ის გაწვევა ქვეყნის მასშტაბით 113,916 ელექტრომობილს, კონკრეტულად კი ხუთ EV-ს შეეხება, მათ შორისაა Ioniq-ის სერიისა და Genesis-ის მოდელები. თავის მხრივ Kia, 56,016 ელექტრომობილს გაიწვევს.

საავტომობილო კომპანიებმა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შეცდომა ინტეგრირებულ დასამუხტ კონტროლის ერთეულში აღმოაჩინეს, რომელიც Hyundai-ისა და Kia-ს 170 ათას ელექტრომობილშია გამოყენებული. შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები დაბალი ძაბვის ბატარეების მქონე ელექტრომობილების დამუხტვისას, რის გამოც აღნიშნული მოდელები შესაძლოა მოძრაობის პროცესშიც კი გაჩერდეს.

Hyundai Motor Group-ის განცხადებით, კომპანიები სწრაფად  მიიღებენ ზომებს, რათა მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტი თავიდან ააცილონ, პრიორიტეტად კი კვლავ დარჩება მათი მომხმარბლების უსაფრთხოება. ნებაყოფლობითი გაწვევა 18 მარტს უნდა დაიწყოს.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია