Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გარდაუვალი დონალდ ტრამპი

by იზა გვარამაძე
დეკემბერი 18, 2024
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
გარდაუვალი დონალდ ტრამპი
0
SHARES
0
VIEWS

დონალდ ტრამპმა დაამარცხა კლინტონები, ბუშები, ობამები, ბაიდენები და ორივე პარტიის მთელი ესტლიშმენტი. თეთრ სახლში სამმაგი გამარჯვებით დაბრუნებული დონალდ ტრამპი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე – რესპუბლიკური პარტიით, რომელიც სრულიად გადაწყობილია მასზე და რომელსაც დემორალიზებული და ლიდერისა და მკაფიო იდეოლოგიური იდენტობის გარეშე დარჩენილი დემოკრატიული პარტია უპირისპირდება. 

არ შეგეშალოთ, ტრამპი ამჯერად ბევრად უფრო კარგად მომზადებული და ორგანიზებულია, ვიდრე პირველ ვადის დროს, რესპუბლიკური პარტიით, რომელზეც სრულად დომინირებს. 

ტრამპი ამომრჩევლებს ჰპირდება პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას, რასაც სავარაუდოდ ხელს არ შეუშლის ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტოდ კონსერვატიული უმაღლესი სასამართლო. ტრამპის ძალაუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს ახალი კონსერვატიული მედიის ეკოსისტემა, რომელიც ილონ მასკის საკუთრებაში არსებულ X-ზეა დაფუძნებული – ეს შეცვლის ამერიკაში მიმდინარე საინფორმაციო ომების ფორმატს. სავარაუდოა, რომ დასრულდება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. 

ტრამპის გამარჯვება გამაოგნებელი იყო მასშტაბითა და სისწრაფით. მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა შტატში ორის გარდა (იუტა და ვაშინგტონი). 

ტრამპმა დაამარცხა კამალა ჰარისი კამპანიაში, რომელიც დომინირებული იყო ისეთ მწვავე საკითხებზე დებატებით როგორებიცაა: აბორტის უფლება, მიგრაციული კრიზისი, რასობრივი, გენდერული და სხვა დემოგრაფიული გამყოფი ხაზები, რომელიც მრავალი ათწლეულია, განხილვის თემაა. 

თუმცა თუ არჩევნების შედეგებს დეტალურად შევისწავლით და ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ტრამპის გამარჯვება განპირორებულია სხვა, ნაკლებად მაპოლარიზებელი ფაქტორებით. პირველ რიგში ეს იყო ამომრჩევლების უკმაყოფილება საკუთარი ფინანსური მდგომარეობით, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობით გამოწვეული იმედგაცრუებითა და განვითარების ტრაექტორიით. ამ ყველაფერმა ცვლილების დაკვეთა გააჩინა და უკვე მეორედ ტრამპმა მოახერხა თავი ცვლილების, თუ გნებავთ ამბოხის კანდიდატად გაესაღებინა. წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი 45% მიუთითებდა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა დღეს უარესია, ვიდრე 4 წლის წინ. ეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადად იზრდება, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო საფონდო ბირჟებზე ბუმი გრძელდება, 3-დან 2 ამომრჩეველი ქვეყნის ეკონიმიკის მდგომარეობას უარყოფითად აფასებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი მაღალი ინფლაციაა, რომელიც ბოლო თვეებში შენელდა, თუმცა ზრდის შენელება და ფასების კლებაში არ უნდა აგვერიოს, ამერიკელები კვლავ გაზრდილ ფასებს იხდიან. 

ამას ემატება მეტად პესიმისტური განწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომჩეველთა 3/4 გამოხატავდა უკმაყოფილებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ხოლო მათგან 29% ამბობდა, რომ მწვავე ბრაზს განიცდიდა. ამ ყველაფრის შედეგი კი მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეკორდულად დაბალი მხარდაჭერის რეიტინგი იყო. ბაიდენის საქმიანობით კმაყოფილთა რიცხვი 40%-ს შეადგენს, ხოლო უკმაყოფილეობის 58%-ს. 

გამოკითხვებში, თუ რას ანიჭებდნენ უპირატესობას საპრეზიდენტო კანდიდატებში, ამომრჩეველთა უმატესობა პასუხობდა, რომ ეს იყო ლიდერობისა და საჭირო ცვლილების განხორციელების უნარი. ამ განწყობის ამერიკელებში ტრამპი უპირობოდ ლიდერობდა, მას მხარს უჭერდა 10-დან 7 გამოკითხული. 

რიცხვები მიუთეთებს, რომ ტრამპის მხარდაჭერის ზრდის მიზეზი არ ყოფილა მისი ყველაზე კონტრავერსიული წინადადებები, მაგალითად არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია. კველვების მიხედვით, მიგრანტების დეპორტაციის იდეა მხოლოდ 39%-ს მოსწონდა, ხოლო 56% ამბობდა, რომ მათთვის ადაპტაციის შანსი უნდა მიეცათ. 

არ იმუშავა დემოკრატების სტრატეგიამ, დაეკავშირებინათ ტრამპი უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელმაც აბორტის საკითხზე ავტონომია შტატებს დაუბრუნა. ტრამპი საჯაროდ ამბობდა, რომ არ დაუჭერდა მხარს აბორტის ფედერალურ დონეზე აკრძალვას. ამის მიზეზი ის იყო, რომ აბორტის აკრძალვა არც თუ ისე პოპულარული იდეაა – მსგავს ნაბიჯს ამომრჩეველთა 30% უჭერს მხარს. 

თუკი რიცხვებს დავეყრდნობით ვნახავთ, რომ გაცვდა იდენტობის პოლიტიკის და რასობრივი პოლარიზაციის ფაქტორი, რომელიც 8 წლის წინ დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა. დონალდ ტრამპმა არათეთრკანიანი ამომრჩევლების მესამედი მიიმხრო – ეს 2004 წლის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის საუკეთესო შედეგია. ტრამპმა დაამყარა რესპუბლიკური პარტიის რეკორდი ესპანურენოვანი ამერიკელების მხარდაჭერითაც (46%). 

დემოკრატების მხრიდან აბორტის საკითხზე გაძლიერებული პედალირებისა და სექსუალურ შევიწროების არაერთი საქმის მიუხედავად გენდერულად ამომრჩეველთა პრეფერენციები უცვლელი დარჩა – ქალები 54% 44-ის წინააღმდეგ ჰარისის სასარგებლოდ, კაცები – 54% 44-ის წინააღმდეგ ტრამპის სასარგებლოდ. თუმცა 2020 წელთან შედარებით ტრამპმა ეს შედეგიც გააუმჯობესა – გასულ არჩევნებზე ქალი ამომრჩევლების 57%-მა ხმა ბაიდენს მისცა, ხოლო ტრამპს 42%-მა დაუჭირა მხარი. 

ტრამპის გამარჯვებაში კიდევ ერთი ფაქტორი – იმ ამერიკელებთან საერთო ენის პოვნა იყო, რომლებიც პოლიტიკით აქამდე არ ინტერესდებოდნენ. ამომრჩევლებში, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ პროცესში ტრამპმა გაიმარჯვა 54%-ით 45%-ის წინააღმდეგ. შედარებისთვის, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალბედა ამომრჩევლებში ბაიდენმა 64% მიიმხრო, ტრამპმა 32%. 

ტრამპმა მოიგო ე.წ. ორმაგი ჰეიტერების გულიც – მოქალაქეებიდან, რომლებიც ამბობდნენ, რომ არცერთი კანდიდატი არ მოსწონდათ 55%-მა ხმა ტრამპს მისცა, ჰარისს კი მხოლოდ 35%-მა დაუჭირა მხარი. 

ტრამპმა რესპუბლიკურ ბანაკს დაუბრუნა ის საკვანძო მერყევი შტატები, რომელშიც (მიჩიგანი, ვისკონსინი, პენსილვანია, არიზონა, ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა) 2020 წელს დამარცხდა. ხოლო ის დიდ შტატები (ტექსასი, ფლორიდა), რომლებშიც ისედაც ლიდერობდა – კიდევ უფრო “გააწითლა.” ტრამპმა გააუმჯობესა შედეგები რურალური დასახლებების 90%-ში, რომლებშიც მანამდეც ლიდერობდა. ტრამპის მხარდაჭერა გაიზარდა თითქმის ყველა დემოგრაფიულ და ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის აზიელებში, აფრო–ამერიკელებში, ესპანურენოვან და თეთრკანიან ამომრჩევლებში. საპირისპიროდ კი ჰარისის მხარდაჭერა მხოლოდ ერთ ასაკობრივ–დემოგრაფიულ ჯგუფში გაიზარდა – 65 წელს გადაცილებულ, უმაღლესი განათლების მქონე თეთრ ქალებში.

შედეგად ტრამპი გახდა პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის შემდეგ (2004 წელი), რომელმაც ე.წ. პოპულუს ვოუტშიც გაიმარჯვა. მისი მხარდაჭერა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა ისეთ დომინანტურად დემოკრატიულ შტატებში, როგორიცაა ნიუ–იორკი, ნიუ–ჯერსი და კონექტიკუტი. ამგვარად, ტრამპს შეუძლია დაიტრაბახოს, რომ ახალი ელექტორალური კოალიციით გაიმარჯვა. ამას ემატება მყარი უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში, უპრეცედენტოდ კონსერვატიული უმაღლესი სასამართლო და ვიღებთ თანამედროვე ეპოქის ყველაზე ძლევამოსილ რესპუბლიკელ პრეზიდენტს. 

დემოკრატიულ პარტიაში უკვე მსჯელობენ, თუ რა იყო ამგვარი დამანგრეველი მარცხის მიზეზი – ხომ არ იყო ეს ბაიდენის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის გაჭიანურების ბრალი? ხომ არ აჯობებდა ჰარისის კანდიდატად დანიშნვნას, ღია კონვენცია? ხომ არ განიზადა პარტიის პროგრესისტულმა იდეოლოგიამ ესპანურენოვანი და აფრო–ამერიკელი კაცები? 

პრობლემაა ის, რომ მაღალი ალბათობით ამ სამივე კითხვაზე პასუხი დადებითია და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ფაქტორების გარეშეც, ჰარისი პრაქტიკულად განწირული იყო მარცხისთვის. 

ამგვარი დასკვნის საფუძველს გასული 2 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილი უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იძლევა. ამერიკელი დემოკრატები, ბრიტანელი კონსერვატორები, ემანუელ მაკრონის გაერთიანება, იაპონელი ლიბერალ–დემოკრატები –მოქმედმა ლიდერებმა და მთავრობებმა წელს უპრეცედენტოდ ბევრი და მასშტაბური ელექტორალური მარცხი განიცადეს. 

სოციოლოგიური ცენტრის, ParlGov-ის დაკვირვებით, 2024 წელს, მათი დაკვირვების ქვეშ მყოფი 10 მთავარი სახელმწიფოდან ყველაში მოქმედი მთავრობა დამარცხდა – ეს დაკვირვების თითქმის 120-წლიან წარმოების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 

განსხვავებული პოლიტიკოსები, განსხვავებული პარტიები, განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული ქვეყნები, რომლებშიც ერთი და იმავე ტენდენცია მეორდება, გვკარნახობს, რომ 5 ნოემბერს ამერიკაში გამართული არჩევნების შედეგები პრაქტიკულად დეტერმინირებული იყო განურჩევლად გზავნილისა და ამ გზავნილის მატარებლისგან. 

Previous Post

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

Next Post

“საბა” 2024-ის გამარჯვებულები

იზა გვარამაძე

Next Post
“საბა” 2024-ის გამარჯვებულები

“საბა” 2024-ის გამარჯვებულები

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result