Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in კომპანიები
0
კრედო ბანკსა და ევროპის  საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა
0
SHARES
0
VIEWS

კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 36 მილიონი ლარის მოცულობის  საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა. 5 წლიანი შეთანხმების მიზანია სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა. რესურსი გამოყოფილია ევროპის საინვესტიციო ბანკის, Georgia Outreach Initiative ფარგლებში, გამყარებულია ევროკავშირის გრანტით და წარმოადგენს  “ევროპის გუნდის“ მყისიერ პასუხს კოვიდ-19-ით გამოწვეული სირთულეების სამართვად. მოქნილი და ხელმისაწვდომი პირობებით დაფინანსება საშუალებას მისცემს ქართველ ფერმერებს შეუფერხებლად განაგრძონ ბიზნეს საქმიანობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. 

ლილიანა პავლოვა – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: “ამ სესხით ევროპის საინვესტიციო ბანკი და “ევროპის გუნდი” ასრულებს დაპირებას და ეხმარება საქართველოს კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში. კრედო ბანკს პარტნიორობის ფარგლებში ვაწვდით ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ რესურსს, რომელიც დაეხმარება ბანკის მომხმარებლებს შეინარჩუნონ ფუნქციონირება კრიზისის პერიოდში და შეძლონ ბიზნესების სწრაფი აღდგენა, რაც შედეგად ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და გააძლიერებს ქვეყნის საფინანსო სექტორს. ეს ყველაფერი კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო წინსვლისთვის.”

კარლ ჰარტცელი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში: “რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გამოყოფილი რესურსი დაეხმარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო სექტორს სურსათის წარმოებისა და დასაქმების თვალსაზრისით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისთვის.”

ზაზა ფირცხელავა – კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: “მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის რათა ერთად გავაუმჯობესოთ ფინანსური ჩართულობა საქართველოში,   არასტაბილურ პერიოდშიც კი კრედო ბანკისა და მისი მომხმარებლების გვერდით დგომისთვის და ევროკავშირს ტრანზაქციის ფარგლებში გამოყოფილი დამატებითი გრანტისთვის. გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში მიმართული იქნება ფერმერების დასახმარებლად წარმატებით გაუმკლავდნენ კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს, რაც თავის მხრივ დიდ წვლილს შეიტანს სასოფლო სამეურნეო სექტორში შეუფერხებელ წარმოებაში და ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც  ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შესაბამისად უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას საიმედო ინვესტიციებისთვის.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს საქართვლელოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 74 სერვისცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით. ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) –გან შედგება.

  • credobank.ge
  • კრედო ბანკის Facebook გვერდი
Previous Post

Coca-Cola Will Make A Topo Chico Hard Seltzer

Next Post

Credo Bank and The European Investment Bank Signed GEL 36 Million Finance Agreement to Support MSMEs in Georgia

მაგდა დოლიძე

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result