Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 15, 2021
in ქართულად
0
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა
0
SHARES
0
VIEWS

“საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის “ღია ბიუჯეტის ინდექსში” საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით, უმნიშვნელო – ერთპუნქტიანი გაუარესებაა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად “საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის” მხრიდან რამდენიმე საკითხის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ამ მაჩვენებლით 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო,  წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და  მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა  უსწრებენ.

ამის შესახებ მცირე მიმოხილვას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს:

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვეს გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2018 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ 2012 წლიდან ატარებს. 

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  • ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ “ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, “საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას, ასევე, ამახვილებს: ა) ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და ბ) საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება  “ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. კერძოდ, 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 28 ქულა (მსოფლიოში მე-14 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი – 82 ქულა (მე-11 ადგილი).

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, “საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწას და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.openbudgetsurvey.org.

Previous Post

როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?

Next Post

Tajikistan admits to pneumonia crisis, but not coronavirus

მაგდა დოლიძე

Next Post
Tajikistan admits to pneumonia crisis, but not coronavirus

Tajikistan admits to pneumonia crisis, but not coronavirus

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result