Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in საქართველო
0
საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს ტოვებენ გენერალური დირექტორის მოადგილეები: დავით წიკლაური და რამაზ კუკულაძე. ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს სულხან გვალია. სულხანს გვალიას საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბანკში არაერთ მმართველ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის,  მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკების (2005-2012) და  კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებას (2012-2016) ხელმძღვანელობდა. სულხან გვალია არის კომპანია „E-Space”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე არის “ინეკობენკში” (სომხეთი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 

კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ვასილ ხოდელს ჩაანაცვლებს გიორგი ფაილოძე. ამავე დროს, ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება. 

გიორგი ფაილოძე ბანკს უერთდება Evercore-დან, საინვესტიციო საბანკო ფირმის ლონდონის ოფისიდან, სადაც ის სტრატეგიულ კონსულტაციებს ახორციელებდა კორპორაციული და კერძო საინვესტიციო კომპანიებისთვის სხავდასხვა დარგებში. გიორგი სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან თანამდებობებს საბანკო სფეროში, მათ შორის ნიუიორკში Citi Investment Bank-ში, შემდეგ Evercore-ში ნიუ იორკის ოფისში და ბოლოს ლონდონის ოფისში. გიორგის დამთავრებული აქვს Cornell University-ის მენეჯმენტის სკოლა, MBA ხარისხით.  

ბანკის დირექტორთა საბჭოში განხორციელებული ცვლილების მიხედვით მცირე და საშუალო (SME) ბიზნესი და SOLO ცალკე მიმართულებებად გაიყოფა. მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მიმართულებას უხელმძღვანელებს ზურაბ მასურაშვილი, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხოლო SOLO ბიზნეს მიმართულებას უხელმძღვანელებს ეთუნა ირემაძე, რომელიც საქართველოს ბანკში, წლების განმავლობაში, კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში VIP დირექტორის და SOLO-ს მიმართულებით პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ეთუნა საქართველოს ბანკის გუნდს კომპანია „ჯორჯიან გლობალ უთილითის“ (GGU) გენერალური დირექტორის მოადგილის, პოზიციიდან უერთდება.

“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დავითს და რამაზს იმ თავდადებისა და უდიდესი წვლილისთვის, რაც კომპანიის განვითარებაში, წინსვლასა და სულ სხვა საფეხურზე აყვანაში შეიტანეს! მოხარული ვარ დავასახელო საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა. მოხარული ვარ, რომ ბანკს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, და ასევე წაახალისოს ის ადამიანები ვისაც, მრავალი წლის განმავლობაში უდიდესი წარმატების გზა აქვთ გავლილი. კვლავ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. ვიმედოვნებ, რომ ბანკის გაძლიერებულ ახალ  მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Previous Post

The Number of Consumers’ Complaints to the Commercial Banks is Increasing

Next Post

მონაცემთა კარტოგრაფები

მაგდა დოლიძე

Next Post
მონაცემთა კარტოგრაფები

მონაცემთა კარტოგრაფები

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result