Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბათუმის საინვესტიციო ფორუმი 2015

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ინტერვიუ
0
ბათუმის საინვესტიციო ფორუმი 2015
0
SHARES
0
VIEWS

Cushman & Wakefield | Veritas Brown-ის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის მთავრობის ორგანიზებით ბათუმში საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელსაც სამთავრობო მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და ქართველი და უცხოელი ინვესტორები დაესწრნენ – ჯამში 200-მდე ადამიანი. ფორუმზე საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები და აჭარის რეგიონის ბიზნესპერსპექტივები განიხილეს. ღონისძიების შესახებ Forbes-ი CW|VB -ის მმართველ პარტნიორს, სტივ ბრაუნს ესაუბრა.

რამ ჩამოიყვანა ინვესტორები აჭარაში და რა შესაძლებლობებს სთავაზობდა მათ ღონისძიება?

უპირველეს ყოვლისა, ინვესტორებს კაპიტალის ბრუნვა აინტერესებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის მიმზიდველია სტაბილური ბიზნესგარემო, ზრდადი ბაზარი, სტაბილური ვალუტა და სტაბილური სახელმწიფო. დამსწრეებისთვის „ბათუმი 2015“ გახლდათ პლატფორმა ბაზრის შემცვლელი სიახლეების აღმოსაჩენად, ინვესტორებთან შესახვედრად და საკუთარი გამოცდილებისა თუ ხედვის გასაზიარებლად. მათ აინტერესებთ, რა ბერკეტებით მიიღწევა რეგიონული ზრდა, რათა კაპიტალდაბანდებებმა მეტი შემოსავალი მოიტანოს. ღონისძიება, რა თქმა უნდა, პროფესიონალ ინვესტორთა შორის ცოდნის გაზიარებასაც ემსახურებოდა.

ფორუმი ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესორგანიზაციებთან შესახვედრად ხელსაყრელ შესაძლებლობებს იძლეოდა. დამსწრეებს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტი და ადგილობრივი ბიზნესკლიმატი გააცნეს. მათ მიიღეს ინფორმაცია კომერციული უძრავი ქონებისა და სასტუმროების დეველოპმენტის სექტორის ვითარების შესახებ, რათა მომავალში ყოველმხრივ სასარგებლო თანამშრომლობები დამყარდეს. გაიმართა დისკუსიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების სფეროების შესახებ და დაისახა სამომავლო პერსპექტივა.

რამ მისცა ბიძგი CW|VB-ის გადაწყვეტილებას, ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის მთავრობასთან ერთად გაემართა?

CW|VB-მა საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად მსგავსი ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, ლონდონში გამართა. ფორუმი პოზიტიური შედეგით დაგვირგვინდა. ჩვენ წარვადგინეთ ქვეყანა, როგორც ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა და, იმედი მაქვს, მივაღწიეთ საერთაშორისო აღიარებას იმ კუთხით, რომ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება უსაფრთხოა. საქართველოს ლიბერალური ეკონომიკა აქვს და ვფიქრობ, მას გააჩნია პოტენციალი, ბიზნესის რეგიონულ ჰაბად მოგვევლინოს.

ჩვენ პირველი საერთაშორისო კომერციული უძრავი ქონების კომპანია ვართ ქართულ ბაზარზე და გვაქვს შემდგარი ისტორია ამ რეგიონში, ასე რომ, ვიცნობთ ადგილობრივ ბაზარს და ვიცით, როგორ „აკეთებენ ბიზნესს“ დეველოპერები და ინვესტორები. ვინაიდან გახლავართ Cushman & Wakefield-ის რეგიონული პარტნიორები, ხელი მიგვიწვდება ინდუსტრიის პროფესიონალებზე, შიდა ექსპერტიზასა და გლობალურ პლატფორმაზე, რათა უმაღლესი ხარისხის სერვისების ოპერირება შევძლოთ. შესაბამისად, ჩვენ მშვენივრად ვართ პოზიციონირებულები საქართველოსკენ ინვესტორთა მოსაზიდად და ამგვარად ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის.

2014 წელს საქართველომ 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილი დაიკავა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, მაგრამ ეკონომიკური ზრდის მიხედვით იგი მხოლოდ 127-ე ადგილზეა სავალუტო ფონდის 188 წევრ ქვეყანას შორის. თქვენი აზრით, რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს საქართველომ და აჭარამ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველად წარმოჩნდეს?

საქართველო და განსაკუთრებით აჭარის რეგიონი სწრაფად ექცევა ინვესტორთა ფოკუსში. საქართველომ უნდა განაგრძოს კომპანიის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება, საწარმოო რეგულაციების ლიბერალიზაცია, უკეთესი საგადასახადო და საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ზოგადად, უცხოელი ინვესტორების მისამართით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. ამჟამად საქართველო კარგი ადგილია ინვესტირებისთვის. ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

როგორ შეაჯამებდით ღონისძიებას? რა პირდაპირი შედეგი მოჰყვა კონფერენციას?

დელეგატების შეფასებები ძალიან პოზიტიური იყო, მაგრამ რეზულტატს მყისიერად ვერ დავინახავთ. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომლის შედეგებიც ახლო მომავალში გამოიკვეთება. ერთი რამ ნათელია – საქართველომ მრავალჯერ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აქ შესანიშნავი საინვესტიციო გარემოა. ფორუმმა საქართველო ინვესტიციებისთვის კარგ დანიშნულების ადგილად წარმოაჩინა. CW|VB-ის სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ პოზიტიურ შედეგებსა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას მოველით.

 

 

Previous Post

რუსული ტუროპერატორები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ

Next Post

ნოემბერში რუსეთის სავალუტო რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ნოემბერში რუსეთის სავალუტო რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა

ნოემბერში რუსეთის სავალუტო რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result