მაგდა დოლიძე

Amazon-ის, Apple-ის, Facebook-ის და Alphabet-ის აღმასრულებლებს ევროპელი კანონმდებლები შეხვედრაზე იწვევენ

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ევროპელმა კანონმდებლებმა მოსმენაზე Amazon-ის, Apple-ის, Facebook-ის და Alphabet-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელები მიიწვიეს. მოსმენა 1 თებერვალსაა დაგეგმილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტი მომდევნო თვეებში აპირებს განიხილოს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ევროპაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უცხოური კომპანიების სამართლიანი კონკურენცია, ასევე მათ მიერ ონლაინ „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა და დამაზიანებელი კონტენტის გავრცელების პრევენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმა.

“დაგეგმილი მოსმენის მიზანია გავცვალოთ მოსაზრებები ოთხი გლობალური პლატფორმის აღმასრულებლებთან და გავიგოთ მათი ამჟამინდელი ბიზნეს მოდელების, სამომავლო კონცეფციების შესახებ“, – ნათქვამია მიწვევის წერილში, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსმენა დაეხმარება ევროპარლამენტის წევრებს მოემზადონ საკითხზე სამჯელოდ, რომელიც ციფრული სექტორის ახალ პოტენციურ რეგულაციას შეეხება.

პარალელურად, გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Alphabet-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სანდერ პიჩაი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელს მარგარეთ ვესტაგერს 25 იანვარს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდება.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია