Giorgi Pirtskhalava

Twitter-ი 2023 წლისთვის შემოსავლების გაორმაგებას გეგმავს

1 წუთის წასაკითხი
Presented by

Twitter-ი 2023 წლისთვის შემოსავლების გაორმაგებას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი დააჩქარებენ მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციებისა და პროდუქტების შეთავაზებას,  რათა სხვა მსგავს სოციალურ ქსელებს კონკურენცია გაუწიონ, მაგალითად, Tiktok-ს, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდება.

Twitter-ის გეგმების მიხედვით, 2023 წლისთვის მათ, სულ მცირე, 315 მილიონი მომხმარებელი უნდა ჰყავდეთ. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელის აქციების ფასი 6.8%-ით გაიზარდა და $76.70-ს მიაღწია.

„ვიცი, რომ ძალიან ნელი ვიყავით. თუ ჩვენს კონკურენტებს შეადარებთ ჩვენს ნაბიჯებს, განსხვავება მართლაც დიდია“, – განაცხადა Twitter-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ.

სოციალური ქსელის მიზანს ორ წელიწარში წლიური შემოსავლის სულ მცირე $7.5 მილიარდამდე გაზრდა წარმოადგენს.

Twitter-ი, რომელიც ქსელში მოკლე შეტყობინებების ფართო აუდიტორიისთვის გავრცელებას ითვალისწინებს, უფრო მეტ გზას შესთავაზებს მომხმარებელს კომუნიკაციისთვის, მათ შორის – აუდიოსაუბარს.

გარდა ამისა, სოციალური ქსელი ფასიან სერვისებსაც შესთავაზებს მომხმარებელს, ეს კი კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დღეში სულ მცირე 315 მლნ მონეტიზებული მომხმარებელი ჰყავდეს.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია