Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტურისტული სოფელი „პანდორა“ | „უდაბნოს“ მორიგი პროექტი

by Davit Tsiramua
მაისი 10, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ინვესტიციები, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
ტურისტული სოფელი „პანდორა“ | „უდაბნოს“ მორიგი პროექტი
0
SHARES
0
VIEWS

სოფელ უდაბნოში ტურისტული ბიოსოფელი „პანდორა“ შენდება. ტურისტული ჰაბი – ასე უწოდებენ მას კომპანია „უდაბნოში“, რომელიც პროექტზე მუშაობს. საუბარია დუხობორების ყოფილ სოფელზე, სადაც ძველებური სტილის სახლები ახალი იერსახითაა აღდგენილი. როგორც „უდაბნოს“ დირექტორი გოდერძი მეტრეველი Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობს, აღნიშნული კონცეფცია კომპანიის დამფუძნებლის, თემურ უგულავას იდეა იყო, რომელსაც სურს, სამომავლოდ, საბჭოთა პერიოდის დანატოვარი ადგილები აითვისოს და მათ თანამედროვე იერსახე შესძინოს.

„პანდორა“, რომელიც დაახლოებით 80 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, 2022 წლიდან ეტაპობრივად გაიხსნება. იგი დატვირთული იქნება რესტორნებით, ტურისტული ობიექტებით, აუზით, სათევზაო ტბებით და სხვა ინფრასტრუქტურით.

თუმცა, უნიკალური ამ პროექტში მაინც ის არის, რომ აღნიშნული სოფელი იქნება  სრულიად ბიო, – „ყველაზე მთავარი ის არის, რომ მხოლოდ ბიოსაწვავის გამოყენება იგეგმება. ასევე ვაპირებთ მხოლოდ ადგილობრივად ნაწარმოები პროდუქციის გამოყენებას, ასე რომ, ამ ყველაფერს პატარა სასათბურე მეურნეობაც დაემატება“, – გვეუბნება გოდერძი მეტრეველი.

მისივე თქმით, ბიოსაწვავის დასამზადებლად აპირებენ ნუშის ქერქის გამოყენებას. ნუშის ბაღები კი სოფელ უდაბნოში შპს „უდაბნოს“ პირველი პროექტია. ეს იყო 2016 წელი, როდესაც ბიზნესმენ თემურ უგულავას უდაბნოს ტიპის ტერიტორიაზე უზარმაზარი ნუშის ბაღების გაშენების იდეა მოუვიდა. დღეს „უდაბნოს“ ნუშის ბაღები 2300 ჰექტარზეა გაშენებული და იგი ევროპაში, ერთი კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველაზე დიდი ნუშის ბაღია.

„წელს 600-800 ტონა მოსავალს ველოდებით, ყოველწლიურად კი ამ რაოდენობის 2.5-ჯერ ზრდას“, – ამბობს „უდაბნოს“ დირექტორი და დასძენს, რომ ბიომოსავლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა, თუმცა დაგეგმილია პროდუქტის საქართველოს ბაზრისთვისაც წარმოება – როგორც ნედლეულის, ასევე დაფასოებული სახით.

კომპანია კიდევ ერთი პროექტის წამოწყებას გეგმავს: სოფელში ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს აშენებას, რომელიც საათში დაახლოებით 10-დან 12 000-მდე კილოგრამი ნაყოფის დამუშავებას შეძლებს. „ჩვენს საწარმოში სხვა ფერმერებსაც შეეძლებათ თავიანთი ნუშის გადამუშავება.  ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ მათი დახმარებაა“, – აღნიშნა გოდერძი მეტრეველმა.

აღნიშნული საწარმოს ამუშავებაც 2022-ში იგეგმება, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი დაახლოებით 10 მლნ ლარია.

„უდაბნოს“ პლანტაციები მხოლოდ ნუშის ბაღებით არ შემოიფარგლება. სოფელში კომპანიამ კენკროვანი კულტურებიც და ვენახიც გააშენა. კერძოდ, 12 ჰექტარზე მარწყვია გაშენებული, 5 ჰექტარზე – ჟოლო, 3 ჰექტარზე – მაყვალი. 2 ჰექტარზე – 150 ენდემური ქართული ვაზის ჯიში, ხოლო 5 ჰექტარზე – სხვადასხვა ტრადიციული ქართული ვაზის ჯიში.

დაბოლოს, კიდევ ერთი პროექტი „უდაბნოსგან“ – კომპანია გეგმავს გარემოზე ზრუნვის მიზნით, კონკრეტულად კი სარეველა ბალახით მოყენებული ზიანის შესამცირებლად  ბრიტანული და ესპანური ჯიშის ცხვრების ჩამოყვანას.

„აღნიშნული ჯიშის ცხვრები დაგვეხმარებიან სარეველასთან ბრძოლაში, რისთვისაც, როგორც წესი, ჰერბიციდებს იყენებენ ხოლმე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარემოზე ზრუნვა პირველ რიგში არის ჰერბიციდის ხმარებიდან ამოღება. „უდაბნოს“ მიზანიც სწორედ ისაა, რომ მავნე ნივთიერებების გამოყენება  ნულამდე დავიყვანოთ. ცხვრები ამის საშუალებას მოგვცემს, თან ქვეყანაში ჩლიქოსანი პირუტყვის განვითარებას შევუწყობთ ხელს“, – აღნიშნა გოდერძი მეტრეველმა.

„უდაბნოს“ უდაბნოში ხმელთაშუა ზღვის კამეჩები, ალპური თხები და ქათმები უკვე ჰყავს, რამაც კომპანიის მიერ წარმოებული ბიოპროდუქციის გამრავალფეროვნება განაპირობა.

Previous Post

INCOMPASS 2021 – შეცვალე მომავალი უკეთესობისკენ – „ფილიპ მორის საქართველო“ სტაჟირების პროგრამას იწყებს

Next Post

მწვანე ქვეყნების სია: ინგლისის ახალი კოვიდწესები ცნობილია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მწვანე ქვეყნების სია: ინგლისის ახალი კოვიდწესები ცნობილია

მწვანე ქვეყნების სია: ინგლისის ახალი კოვიდწესები ცნობილია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result