ევროპულ-იაპონურმა კოსმოსურმა მისიამ მერკურის სურათები გადაიღო

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ევროპულ-იაპონური ერთობლივი კოსმოსური მისიის BepiColombo-ს ფარგლებში, მეცნიერებმა მერკურის სურათები პირველად გადაიღეს, – ამის შესახებ ევროპული კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ. ცნობისთვის, ამ ვოიაჟის დროს კოსმოსურ ხომალდსა და პლანეტას შორის უმცირესი მანძილი 199 კილომეტრი გახლდათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხომალდი პლანეტის ბნელ მხარეს აღმოჩნდა, სურათების გადაღება მეცნიერებმა მხოლო 1000 კილომეტრის მანძილიდან მოახერხეს.

„საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა მერკურის თითქმის რეალურ დროში ვხედავდი“, – აღნიშნავს BepiColombo-ს SIMBIO-SYS სისტემის თანახელმძღვანელი, ვალენტინა გალუცი. „ბედნიერი ვარ, რომ ბოლო-ბოლო დავინახე ის პლანეტა, რომელსაც ჩემი კარიერის ადრეული წლებიდან ვიკვლევ – ამიერიდან, მერკურის ახალი სურათების გადასაღებად კიდევ უფრო მოწადინებული ვარ“.

BepiColombo-ს მიზანია, ამ საიდუმლოებით მოცულ პლანეტას ნათელი მოჰფინოს. ცნობისთვის, მთავარი სამეცნიერო მისია 2026 წელს დაიწყება, რა დროსაც მეცნიერები ცხრა მფრინავ ხომალდს გამოიყენებენ: ერთს – დედამიწაზე, ორს – ვენერაზე და ექვსს – მერკურიზე.

 

ფოტო: ESA

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია