Davit Tsiramua

ემი უაინჰაუსის პირადი ნივთების კოლექცია $2 მილიონად შეფასდა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

გრემის ჯილდოს მფლობელი ვოკალისტის, ემი უაინჰაუსის რვაასზე მეტი პირადი ნივთისაგან შემდგარი კოლექცია, მათ შორის მომღერლის ფეხსაცმელი, წიგნები, ჩანაწერები და ის კაბა, რომელშიც მომღერალმა უკანასკნელი კონცერტი ჩაატარა, აშშ-ის ერთ-ერთ აუქციონზე გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ უაინჰაუსის ნივთების კოლექცია $2 მილიონად გაიყიდება.

ბრიტანელი მომღერალი 2011 წელს, ალკოჰოლური ზედოზირების შედეგად, ოცდაშვიდი წლისა გარდაიცვალა. უაინჰაუსის გარდაცვალების შემდეგ მის ინტელექტუალურ საკუთრებას მშობლები უძღვებიან – იმავე წელს მათ „ემი უაინჰაუსის ფონდი“ შექმნეს, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდებს ეხმარება.

„გარდაცვლილი ქალიშვილის მშობლებთან აუქციონის ჩატარება საკმაოდ რთულია“, – აღნიშნა სააუქციონო სახლ Julien-ის ხელმძღვანელმა, მარტინ ნოლანმა. „[კოლექციის გაყიდვასთან] შეგუებას, [მშობლები] დიდი ხნის განმავლობაში ეცადნენ და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ მთელ მსოფლიოში არიან გულშემატკივრები, მუზეუმები და კოლექციონერები, რომელთაც სურთ, ეს ნივთები ჰქონდეთ, მათ მოუარონ, ისინი მუზემებში გამოფინონ და [ემი უაინჰაუსის] მემკვიდრეობა და მის შესახებ არსებული მოგონებები დაიცვან. თან, ამგვარად, მათი ფონდისთვის თანხის მოგროვებაც შეუძლიათ“.

აუქციონზე გამოტანილი ნივთების დათვალიერება და შეძენა სააუქციონო სახლ Julien-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია