იზა გვარამაძე

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წლიურ ჭრილში 16.6%-ით გაიზარდა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 832.22 მლნ ლარით, 1.33%-ით გაიზარდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.7%-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში, წინა თვესთან შედარებით, 492.16 მილიონი ლარით, 1.38%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 340.07 მილიონი ლარით, 1.26%-ით.

სებ-ის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 10.72 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.22 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წინა თვეზე 1.02%-ით მეტია, მეორე შემთხვევაში კი – 1.87%-ით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტის განმავლობაში 1.26%-ით, 402.88 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 32.46 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.89% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.030 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია