მაგდა დოლიძე

Berkshire Hathaway-ი ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების დარღვევის გამო დააჯარიმეს

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის ერთ-ერთმა კომპანიამ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები დაარღვია. ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, 2012-დან 2016 წლამდე Berkshire-ის კომპანია Iscar Turkey-მ გაცნობიერებულად მიიღო მონაწილეობა ტრანზაქციებში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამერიკული სანქციების სიაში იყვნენ. Berkshire-ი ჯარიმის სახით $4.1 მილიონის გადახდაზე თანახმაა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკული კონგლომერატის თურქულმა კომპანიამ ირანში ბიზნესის კეთება სცადა, რათა ფეხი მოეკიდებინა ბაზარზე, მაშინ როდესაც ეს მას სანქციებით აკრძალული ჰქონდა.

ამ გარიგების დასაფარად კი Iscar Turkey-მ სავარაუდოდ თანხა ძირითადად ევროში აიღო, თანამშრომლებს მოუწოდა პირადი ელ-ფოსტები გამოეყენებინათ, გამოიყენა ყალბი ინვოისები და ყალბი სახელიც კი, რათა შეენიღბა მყიდველების ვინაობა.

როგორც CNN წერს, სავარაუდოდ მისმა მფლობელმა კომპანიამ, ნებრასკაში დაფუძნებულმა Berkshire Hathaway-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. კონგლომერატში კომენტარს აღნიშნულის შესახებ არ აკეთებენ.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts

გააზიარე სტატია