დავით ბერაძე

BYD-მ აგვისტოში რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია BYD-მ აგვისტოში რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. მისი განცხადებით, გასულ თვეში წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა, მთლიანობაში კი 370,854 ერთეული სამგზავრო ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ზრდა ჰიბრიდულ მოდელებში შეიმჩნევა. სრულად ელექტროძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა კი შედარებით მცირდება.

სრულად ელექტროძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვები აგვისტოში BYD-სთვის მხოლოდ 12%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ჰიბრიდული მოდელების გაყიდვების ზრდამ 48% შეადგინა. საერთო ჯამში, აგვისტოში BYD-ის გაყიდვების 2/3  სწორედ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ გასული თვე ელექტრომობების ჩინური მწარმოებლების უმეტესობისათვის უარყოფითად დასრულდა. მაგალითად, Li Auto-ს ავტომობილების მიწოდების რაოდენობა ივლისის რეკორდული 51,000-დან 48,122-მდე შემცირდა. Huawei-ს ტექნოლოგიის მფლობელი Aito-ს მიწოდების მაჩვენებელი კი აგვისტოში თითქმის 10,000-ით შემცირდა.

გასული თვე უარყოფითი მაჩვენებლით დასრულდა კიდევ ერთი ჩინური მსხვილი მწარმოებელი Nio-სთვისაც, რომელმაც 20,176 ერთეული ავტომობილის მიწოდება შეძლო. სანაცვლოდ, BYD-ის მსგავსად, აგვისტოში ზრდა დააფიქსირა Xpeng-მა და Zeekr-მა.

გასულ თვეში BYD-მ ოკეანის მიღმა 31,451 ერთეული ავტომობილი გაყიდა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა კი წლის დასაწყისიდან დღემდე 264,860 შეადგინა, რაც უკვე აჭარბებს 2023 წლის განმავლობაში ოკეანის მიღმა გაყიდული ავტომობილების ჯამურ რაოდენობას.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია