ქართულად

Presented by

გასული კვირის მსგავსად, მიმდინარე კვირაშიც, ამერიკაში ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება ქვეყნის ფისკალური სტიმულირების პაკეტისკენ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილი პაკეტი $1.9 ტრილიონს მოიცავს. ამერიკის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს პაკეტი...

Disney აცხადებს, რომ მის სტრიმინგ-პლატფორმას უკვე 94.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, „Disney+“-ის მიზანი 2024 წლისთვის 60-დან 90 მილიონამდე გამომწერის მოგროვება იყო,...

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის. ამას CNBC სერგეი ლავროვის იმ ინტერვიუს ფრაგმენტზე დაყრდნობით წერს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ინტერვიუში სერგეი ლავროვი ამბობს: „ჩვენ კვლავ...

მილიარდერი ბილ გეიტსი წლების წინ აფრთხილებდა მსოფლიო საზოგადოებას, რომ ერთ დღესაც პანდემიასთან ბრძოლა მოგვიწევდა, რაც რეალობად იქცა. ახლა კი ის ორი სხვა საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს. ესენია ბიოტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები....

Mastercard-ი სისტემაში ბიტკოინის დამატებას აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს თავის ქსელში კრიპტოვალუტის არჩევა შეეძლება. „კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა სწორხაზოვანია: ეს არჩევანზეა. Mastercard-ი რეკომენდაციას კი არ უწევს კრიპტოვალუტის გამოყენებას, არამედ უბრალოდ...

მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს 2040 წლისთვის $13 ტრილიონი დაუჯდება. გავლენიანი ორგანიზაცია Carbon Tracker-ის ანგარიშის თანახმად, ნავთობის მოხმარების შემცირების შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ახლა ვინმეს...

General Motors-ი აცხადებს, რომ ჩიპების გლობალური დეფიციტი წელს, კომპანიის შემოსავლებს $2 მილიარდით შეამცირებს. ცნობისთვის, ავტომწარმოებლებმა ჩიპების დეფიციტის შესახებ განცხადებების გაკეთება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყეს. ეს კი პირველი „ლოკდაუნების“...

Twitter-ის აქციების ფასი იზრდება. ოთხშაბათს სოციალური ქსელის აქციებმა 25%-იანი ზრდა განიცადა და შვიდწლიან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $51.5 მილიარდი გახდა. Twitter-ის შემოსავლებმა გასულ წელს $1.3 მილიარდი შეადგინა,...

იაპონიაში მილიონობით ადამიანი ვერ მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას, მიზეზი სპეციალური შპრიცების დეფიციტია. სტანდარტული შპრიცებით, რომელთაც იაპონიაში იყენებენ, ვაქცინის ფლაკონიდან სრულად ამოღება შეუძლებელია. ფლაკონებში 6 დოზაა მოთავსებული, იაპონური შპრიცებით კი ხუთი დოზის...

ბიტკოინი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე არგენტინა. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი. კრიპტოვალუტის „მაინინგი“ მასშტაბურ კომპიუტერულ გამოთვლებს მოითხოვს, ეს პროცესი კი დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული....

Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალექს გორსკის თქმით, ადამიანებს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად დასჭირდებათ კოვიდვაქცინაცია, სულ მცირე, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ეს სეზონური გრიპის შემთხვევაშია. ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Johnson &...

  FORBES.GE Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს – Forbes Georgia ჰოლანდიური ლუდის მწარმოებელი Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს თამთა ჯიჯავაძე თებერვალი 10, 2021 at 3:03 pm 29 ნახვა...

გლობალური ვაჭრობის აღდგენის პროცესი 2021 წლის პირველ კვარტალში კვლავ შენელდება კორონავირუსის პანდემიის გამო, ვინაიდან შექმნილი ვითარება მიმოსვლას აფერხებს. ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი. ცნობისთვის, 2020 წელს გლობალური ვაჭრობა 9%-ით შემცირდა....

Coca-Cola აშშ-ში სრულად გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებს გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, კომპანიაში განაცხადეს. Coca-Cola-ში ამბობენ, რომ პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, ისინი 100%-ით გადამუშავებული ბოთლების გამოყენებას იწყებენ. ცნობისთვის, ამ დრომდე...

Bloomberg-მა იმ პოლიტიკური მოვლენების სია შეადგინა, რომელთაც ინვესტორებმა განვითარებად ბაზრებზე ყურადღება უნდა მიაქციონ. სააგენტო წერს, რომ 2021 წელს ინვესტორების ყურადღება მიმართული იქნება იმისკენ, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ მთავრობები ეკონომიკის რეცესიიდან...

Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს, ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ გასულ ივლისს ჩრდილოეთის ზღვაში 759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების...

უახლესი