ქართულად

Presented by

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის გაზარდა. ამას კი საფუძვლად დაედო გაზრდილი შიდა მოთხოვნა ცალკეულ ინდუსტრიებში და მოლოდინები კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით. შედეგად, Fitch-ი ახლა ელოდება, რომ...

Imdb 2020 წლის ტოპ-10 ტელესერიალს აქვეყნებს. ათეულში სწორედ ის სერიალები შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იყო პოპულარული Imdb-ის მომხმარებლებს შორის მიმდინარე წელს. რეიტინგი შეადგინეს ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, როგორც ვებ-დან, ასევე მობილურით...

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის, დამატებით $250 მლნ-ის დონაციის შესახებ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული თანხა ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოხმარდება. ცნობისთვის, გეითსების ფონდს ამ დრომდე პანდემიასთან ბრძოლისთვის $1.75 მლრდ...

ამერიკული ავიაკომპანიის Delta-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი მოუწოდებს თანამშრომლებს 2021 წელს უფრო მეტი არაანაზღაურებადი შვებულება გამოიყენონ, ვინაიდან ინდუსტრია კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მომავალი წლისთვისაც შემცირებული იქნება მოგზაურობა. “ჩვენი მოხალისეობრივი...

შვედეთის თანასწორობის ომბუდსმენი, რომელიც სამთავრობო უწყებას წარმოადგენს, აცხადებს რომ გამოძიებას იწყებს ტანსაცმლის რითეილერ H&M-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ეს კომპანია შვედეთის მაღაზიებში რასიზმში დაადანაშაულეს. შვედურმა გამოცემა The Aftonbladet-მა გაავრცელა ინფორმაცია...

Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ელონ მასკმა ქონების მოცულობით ფრანგ მილიარდერ ბერნარ არნოს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ადგილი ამჯერად Forbes-ის რეიტინგშიც დაიკავა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით კი,...

Uber-ი “მფრინავი ტაქსის” ბიზნესს ყიდის. Uber Elevate-ს კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია Joby Aviation-ი ყიდულობს, რომელიც მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების განვითარებასა და შექმნაზე მუშაობს. ეს გარიგება Joby-ს მისცემს შესაძლებლობას გამოიყენოს Uber-ის აპლიკაცია და...

ბილ გეითსის პროგნოზით, 2021 წლის გაზაფხულისთვის მსოფლიოს დაახლოებით ექვსი კოვიდ-ვაქცინა ექნება. ამის შესახებ CNBC წერს. კერძოდ, Microsoft-ის დამფუძნებლის მოსაზრებით, მომავალი წლის პირველ კვარტალში ექვსი ვაქცინა იქნება დადასტურებული და ავტორიზებული. უკვე...

BMW Amazon-თან ერთად მონაცემთა ჰაბს ქმნის. ამის შესახებ Reuetrs-ი წერს. გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, კომპანიის ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა გადაწყვეტილებების მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღება. ამას ემსახურება სწორედ კომპანიის ახალი წამოწყებაც. “ჩვენ რამდენიმე...

ივანკა ტრამპმა და ჯარედ კუშნერმა სამხრეთ ფლორიდაში მდებარე დასახლება Indian Creek Village-ში $30 მილიონზე მეტი ღირებულების მიწა იყიდეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს. კერძო კუნძულის სამეზობლო მაიამის სანაპიროსთან ახლოს...

Amazon-ი დაახლოებით $100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას მოიაზრებს ინდოეთის ფარმაცევტულ კომპანია Apollo Pharmacy-ში. ამის შესახებ Economic Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ცნობისთვის, Amazon-ი ინდოეთში მედიკამენტების მიტანის სერვისს უკვე უზრუნველყოფს, დამატებით კიდევ პოტენციური...

მსოფლიოში უმაღლესი მთა ევერესტის სიმაღლე 0.86 მეტრით გაიზარდა. ამის შესახებ ნეპალმა და ჩინეთმა ერთობლივად განაცხადეს, რომელთაც ევერესტი ესაზღვრება. საქმე იმაშია, რომ წინა გამოთვლების მიხედვით, ევერესტი სწორედ 0.86 მეტრით ნაკლები იყო...

Zoom-ი 2020 წლის აპლიკაციაა, რომელიც ახალ ზმნადაც კი იქცა. ზმნა Zooming-მა Skyping-ი ჩაანაცვლა. პანდემიის გამო დედამიწის მოსახლეობამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, ZOOM-ი კი ამ კუთხით მათი ყოველდღიური ცხოვრების მთავარ შემადგენელ ნაწილად...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. “ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის...

იტალიური ენერგოკომპანია Eni მსოფლიოს უმსხვილეს ოფშორულ ქარის ელექტროსადგურში 20%-იან წილს ყიდულობს. ამის შესახებ CNBC წერს. დიდი ბრიტანეთის სანაპიროებთან მდებარე ქარის ელექტროსადგურში 10-10%-იან წილებს ენერგოკომპანიები Equinor და SSE ყიდიან. თუმცა, მათ...

სტამბოლის აეროპორტმა დატვირთულობის მიხედვით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. კერძოდ, გამოცემა hurriyetdailynews-ის ცნობით, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, ევროპაში...

უახლესი