„მედიქალ ვორლდი” სამედიცინო და პრემიუმ-ხარისხის სპა-ველნეს-აპარატურის ლიდერი იმპორტიორი და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიათა უმსხვილესი ქსელია საქართველოში. კომპანიის წარმატების ისტორია 20 წლის წინ, ქობალიების ოჯახმა ულტრაბგერითი აპარატების შემოტანით დაიწყო. წლების შემდეგ,...
ცოტა ხნის წინ, მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა, კომპანია Stratolaunch-ის Roc-მა საცდელი ფრენისას რეკორდი დაამყარა. საფრენმა აპარატმა ჰაერში ექვსი საათი დაყო, რაც ამ ზომის თვითმფრინავისთვის საუკეთესო შედეგია. Stratolaunch-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტესტირებისას...
სომხეთის დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ერევნის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ხელშეწყობით განხორციელდა, ქართულმა კომპანიამ, „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. შეთანხმების მიხედვით,...
ტრანსპორტი და ლოგისტიკა საქართველოს ეკონომიკის სულ უფრო მზარდი სექტორი ხდება. 2021 წლის განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების ჯამური შემოსავალი 7 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.2 მილიარდი ლარით...
Twitter-ის ლოგოს, ჩიტის მასიური ქანდაკება აუქციონზე $100,000-ად გაიყიდა. თითქმის ოთხი ფუტის სიმაღლის ქანდაკებაზე ტენდერი, რომელსაც კორპორაციული აქტივების მართვის ფირმა Heritage Global Partners-ი ხელმძღვანელობდა ოთხშაბათს დაიხურა. აუქციონზე, ჩიტის სკულპტურის გარდა, Twitter-ის...
საბროკერო სააგენტო Betterhomes-ის მონაცემებით, გასულ წელს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ. როგორც ჩანს, გაურკვეველი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, რუსებისთვის დუბაი უსაფრთხო თავშესაფრად იქცა. რუსეთის მოქალაქეების...
ამერიკული მულტიმედიური გიგანტის, Disney-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბობ ჩაპეკი, რომელიც კომპანიამ გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით $20 მილიონს მიიღებს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ მარეგულირებლისადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ. 2022...
კომპანია Microsoft-ი მორიგი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც მიმდინარე წელს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. Sky News-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური კომპანია მომდენო თვეების განმავლობაში 11,000-მდე თანამშრომელს დაითხოვს, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 5%-ია. ამჟამინდელი მონაცემებით,...
ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა განაცხადა, რომ ის წამლებისა და ვაქცინების მთელ პორტფელს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის კომერციული სარგებლის მიღების გარეშე გახდის ხელმისაწვდომს. როგორც ირკვევა, კომპანიის ინიციატივა მსოფლიოს 45 ქვეყანას შეეხება....
მიმდინარე წლის მეორე კვირაც მიილია და კომპანიებმა, როგორც ამ პერიოდში სჩვევიათ, მომავალი წლის გეგმების შესახებ საუბარი დაიწყეს. გასულ კვირას განსაკუთრებით ბევრი სიახლე გაჟღერდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიასთან, ამერიკულ Apple-თან...
მოდის ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის საბაზრო კაპიტალიზაცია საფონდო ბირჟაზე რეკორდულ 430 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ის ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს, TSMC-ის, NVIDIA-სა და...
Toyota მიმდინარე წელს 10.6 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს – ზემოხსენებული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, იაპონური გიგანტი რეკორდულ შედეგზე გავა. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, საბაზრო სცენარით გათვალისწინებულია ისეთი რისკები, როგორებიცაა: აზიის მასშტაბით...
რუსეთში McDonald’s-ის რესტორნების ჩამნაცვლებელი ქსელი Vkusno & tochka ჯერ კიდევ ივნისში გამოჩნდა. ახლა კი რუსული ბრენდი მეზობელ ყაზახეთს, ბაზრიდან McDonald’s-ის გასვლის შემდგომ, სავაჭრო ნიშნების დასარეგისტრირებლად მიმართავს. ინფორმაციას თავად ყაზახეთის მთავრობა...
გასული 2022 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისა და უმსხვილესი კომპანიებისთვის განსაკუთრებით არასახარბიელო აღმოჩნდა, მათი უმეტესობის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნის ტენდენცია კი ტექნოლოგიურ სექტორში ფიქსირდება. გთავაზობთ იმ კომპანიებს, რომელთაც...
მიმდინარე კვირა გასულის მსგავსად დატვირთული აღმოჩნდა. საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების ტემპები ახალი წლის მეორე კვირაში კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. შესაბამისად, სიახლეებიც უფრო მეტი ავტომწარმოებლის შესახებ გავიგეთ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გასული...
გასული 2022 წელი გლობალური ბირჟებისა და კომპანიებისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა, რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია არ მოერიდა გაფართოების სტრატეგიის განხორციელებას და სხვა კომპანიის შეძენა...