ბიზნესი

Presented by

გასული კვირა ავტოინდუსტრიისათვის ტრადიციულად დატვირთული აღმოჩნდა. ავტომწარმოებლები წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დიდი შემართებით და ინტენსივობით გვთავაზობენ ბიზნესსიახლეებს. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: მზის ენერგიაზე...

ბოლო პერიოდში ილონ მასკი Apple-ის საწინააღმდეგო ჯგუფის ახალ სახედ ჩამოყალიბდა, რომელიც აპლიკაციების ბაზარზე iPhone-ის მონოპოლიის წინააღმდეგ იბრძვის. საკუთარ „ტვიტში“ მილიარდერმა Apple-ი ცენზურაშიც დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც მან, მასკის თქმით, Twitter-ის...

აშშ-ის მასშტაბით ელექტრომობილების ბაზარზე 65%-იანი წილით ისევ კომპანია Tesla დომინირებს, თუმცა ის დროთა განმავლობაში პოზიციას კარგავს, რადგან, შედარებისთვის, 2020 წელს ილონ მასკის კომპანია ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებდა. S&P Global Mobility-ის...

მოდის სახლი Balenciaga, სარეკლამო კომპანია North Six-ს უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად $25 მილიონს ითხოვს. სარჩელში, რომელიც Balenciaga-მ ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეიტანა, ნათქვამია, რომ North Six-მა და დეკორაციის ხელმძღვანელმა ნიკოლას...

ბრიტანული Rolls-Royce-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ წარმატებით გამოცადა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა. აღნიშნულ საწვავზე მომუშავე ძრავის წარმატებით გამოცდა პირველად მოხდა, რაც ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ბრიტანული...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების ჩამონათვალში არაერთხელ შევხვდებით ჩინეთს: პირველ რიგში, საუბარია Apple-ის უმსხვილეს ჩინურ კონტრაქტორზე, Foxconn-ზე, რომლის ერთ-ერთი ქარხანა პროტესტების ტალღამ მოიცვა. თუმცა აქვეა სხვა ჩინური კომპანიებიც, რომელთაც აშშ-ის...

ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს. კომპანიებს შორის შეთანხმების მიღწევას ორივე მხარე ადასტურებს. ბიოგაზზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება, რის შესაბამისადაც, Shell-ი ბიზნესის ამ მიმართულების...

მაღალი ინფლაციის მიუხედავად, წლევანდელი „შავი პარასკევის“ ფასდაკლებები ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. შედეგად, აშშ-ში, „შავ პარასკევს“ ონლაინგაყიდვებმა რეკორდულ $9.12 მილიარდს მიაღწია. Adobe-ის მონაცემებისა და ანალიტიკური შეფასების ცენტრ Adobe Analytics-ის...

წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ავტომწარმოებლებიც განსაკუთრებით გააქტიურდნენ. წლის წარმატებით დასრულება მათთვისაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ ეს პერიოდი, როგორც წესი, ახალი ავტომობილების წარდგენასა და მომავალი წლის გეგმების გაცნობას ეთმობა ხოლმე. გამონაკლისი...

Statista-ს მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში, Meta-ს ძირითად პლატფორმაზე 2.93 მილიარდი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი დაფიქსირდა. შესაბამისად, კომპანიის ოთხი მთავარი პროდუქტის, Facebook-ის, WhatsApp-ის, Instagram-ისა და Messenger-ის ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი, წინა...

უკანასკნელ პერიოდში, ცნობილი სახეების მხრიდან, სოციალურ ქსელ Twitter-ის დატოვების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. პლატფორმაზე ანგარიშის გაუქმების გადაწყვეტილება გასულ თვეში მილიარდერ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება. ცნობილ ადამიანებს...

უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის $758 მილიონზე მეტის ღირებულების აქციები საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. Forbes-ის შეფასებით, 92 წლის ბიზნესმენის ქონება ამჟამად $110.2 მილიარდს უტოლდება. ბაფეტმა, 1.5 მილიონი B-კლასის აქცია მისი გარდაცვლილი მეუღლის...

გლეიზერების ოჯახი, რომელთა ქონებაც $4.7 მილიარდადაა შეფასებული, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვას გეგმავს. Sky News-ის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ოჯახი ინგლისის პრემიერლიგის კლუბისთვის გარე ინვესტიციას განიხილავს, რომელიც შესაძლოა, აუქციონშიც გადაიზარდოს. „მანჩესტერ...

„ზიპპ“-მა ყველაფერი ერთი წლის წინ, თაფლიანი წყლის წარმოებით დაიწყო. მას მოჰყვა თაფლის სხვა პროდუქტებიც, ახლა კი კომპანია ქართული თაფლის ექსპორტს ორიგინალური შეფუთვით – ოქროსთავსახურიანი ქილით აპირებს. Queen Sophia – ასე...

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda 2030 წლისთვის ელექტრომობილებზე გადასვლის დასაჩქარებლად $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია მის კონკურენტ ავტომწარმოებლებს შეუერთდება, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ელექტრომობილების ხაზის განვითარებას. როგორც ცნობილია,...

Women’s Wear Daily-ის (WWD) ინფორმაციით, იტალიური მოდის სახლ Gucci-ის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე პოსტს ტოვებს. გამოცემის თანახმად, ოფიციალური განცხადება დღეს, დღის განმავლობაში გაკეთდება. ცნობისთვის, Gucci, ფრანგულ ჯგუფ Kering-ში შემავალი უმსხვილესი...

უახლესი