ბიზნესი

Presented by

კვების პროდუქტების კომპანია Nestle-მ 2030 წლისთვის ყავის ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის $1 მილიარდის გამოყოფა დააანონსა. Nestle-ს ნაბიჯი ძირითადი სამომხმარებლო საქონლის ბიზნესებში ცვლილების ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც კლიმატურ კრიზისთან ადაპტირების პროცესთანაა დაკავშირებული. კვლევების...

Canon-მა აღმოსავლეთ იაპონიაში ნახევარგამტარული აღჭურვილობის ახალი ქარხნის მშენებლობა დააანონსა. ინვესტიციის საერთო მოცულობა სამშენებლო ხარჯებისა და სამეწარმეო აღჭურვილობის დამონტაჟების გათვალისწინებით, დაახლოებით $345 მილიონი იქნება. კომპანია ახალი ქარხნის მშენებლობას 2023 წელს შეუდგება,...

არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად Samsung Electronics-ის ჩიპების კონტრაქტორი 2027 წლისთვის წარმოების მოცულობას გაასამმაგებს. ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური კორპორაციის, TSMC-ის შემდეგ მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი 2025 წლისთვის 2-ნანომეტრი ტექნოლოგიის ჩიპების მასიურ წარმოებას, ხოლო...

როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და ერთ-ერთ წამყვან სოციალურ ქსელს, Twitter-ს შორის მიმდინარე დავა დასასრულს უახლოვდება, რადგან ილონ მასკმა მზაობა გამოთქვა, კომპანია გარიგების თავდაპირველ შეთანხმებულ ფასად, $44 მილიარდად იყიდოს, –...

ევროპარლამენტი საბოლოოდ შეთანხმდა ახალი რეგულაციის დამტკიცებაზე, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და უკლებლივ ყველა მწარმოებელს ავალდებულებს, მობილური ტელეფონები, პლანშეტები და კამერები 2024 წლამდე USB Type C-ით აღჭურვონ....

მეოთხე კვარტალის დაწყებასთან ერთად საავტომობილო ინდუსტრიაში წლის დასკვნითი ფაზა იწყება. შესაბამისად, ავტომწარმოებლებს საკუთარი საწარმოო მიზნების გადახედვა და ახალი რიცხვების განსაზღვრა მოუწევთ. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი ახალ კონცეფციასაც წარადგენს და მომავალი...

Eviation-ის პროტოტიპულმა სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა, სახელწოდებით Alice-მა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. აღნიშნული ფრენა რვა წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თვითმფრინავი ერთი კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. სატესტო...

საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, რომელიც $600 მილიარდის აქტივებს ფლობს, ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა, რითაც ფონდის მიერ გამოსაშვები ბონდებით დაინტერესებულ ინვესტორებს მისი შიდა სამზარეულოს შესწავლის საშუალება მისცა, – ამის შესახებ...

საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Space-ის ბაზაზე დაარსებული TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობამ, ოპერირების არასრულ მეორე წელიწადს, ორ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა....

მოდი, შეკითხვით დავიწყოთ: რა იცით კრიპტოინდუსტრიის ზომა-წონაზე? მიმდინარე წლის ივლისში, გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ $1.7 ტრილიონი შეადგინა. თავად ეს რიცხვი – $1.7 ტრილიონი, შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მეტი სიცხადისთვის ის სხვა ინდუსტრიების...

ვიდეოთამაშების მწარმოებელი რუსული კომპანია My.Games-ი, რომელსაც ამ დრომდე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია VK ფლობდა, ქართველმა ინვესტორმა, ალექსანდრე ჩაჩავამ $642 მილიონად შეიძინა, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული...

PSP-მ წელს 11 ახალი აფთიაქი გახსნა, მათ შორის ისეთ დასახლებებში, სადაც მსგავსი სერვისები მანამდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ქსელის გაფართოების პარალელურად, კომპანიის მხრიდან შესაბამის კადრებზე მოთხოვნა იზრდება, რაც, როგორც ნებისმიერი სხვა...

ევროპულ საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის, Porsche-ს დებიუტმა ანალიტიკოსებისა და ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა. პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ღირებულებამ 77 მილიარდი ევრო ($75 მლრდ) შეადგინა, რაც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა....

უდიდესი სტრიმინგ-პლატფორმა, ამერიკული Netflix-ი ვიდეოთამაშების სტუდიას შექმნის, რომელშიც კომპანია „მსოფლიო დონის“ ვიდეოთამაშების დეველოპმენტს გეგმავს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, Netflix-ის ვიდეოთამაშების სტუდია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში...

მსოფლიოს უდიდესმა ონლაინმაღაზიამ, ამერიკულმა Amazon-მა საწყობებში და ტრანსპორტირების მიმართულებით დასაქმებული, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი თანამშრომლების საშუალო საბაზისო ხელფასი $19-მდე გაზარდა, რისთვისაც კომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით $1 მილიარდი გამოიყოფა, – ამის...

მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ Oracle-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ლარი ელისონმა Tesla-ს დირექტორთა საბჭო დატოვა, კომპანიამ მისი შემცვლელი იპოვა – Airbnb-ის თანადამფუძნებელი, ჯო ჯებია, – ამის...

უახლესი