აშშ-ის ჯანდაცვის მთავარ კონფერენციაზე, Johnson & Johnson-მა და Merck-მა კიბოს თერაპიის დეველოპერების შეძენის გეგმები გაასაჯაროვეს. საერთო ჯამში, ორშაბათს კონფერენციაზე დაანონსებული გარიგებების ღირებულება $6 მილიარდს სცდება. მათ შორისაა სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი...
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბეთ ბორნმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპარლამენტის არჩევნებისა და ზაფხულის პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე, ახალი მთავრობა უნდა დაასახელოს. ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ბორნის თანამდებობას. პრეზიდენტის სასახლის...
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Nvidia-ს აქციების ღირებულება 8 იანვარს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. აქციების ფასის ზრდა მწარმოებლის მიერ ახალი გრაფიკული პროცესორების წარდგენას მოჰყვა. კერძოდ კი, ორშაბათს Nvidia-ს აქციების ღირებულება 6.4%-ით და $522,53-მდე...
2023 წელს ტექნოლოგიური სფეროს გიგანტების მთავარი ფოკუსი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ იყო მიმართული, მისი როლი კი, 2024 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება – განსაკუთრებით, უახლესი ტენდენციების წყალობით, რომლებიც ტექნოლოგიასა...
ამერიკული Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 2,640 მილიარდერი აღირიცხებოდა. გასულ წელს 21 მილიარდერი გარდაიცვალა, მათ შორის ყველაზე მეტი, ცხრა მილიარდერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა. 2023 წელს გარდაცვლილ მილიარდერებს...
მდიდრული სასტუმროების ბაზარი 2022 წელს 128.5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, გასული 2023 წლისთვის პროგნოზი $140.3 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2030 წლისთვის – $293.6 მილიარდს. Statista-ს მონაცემებით, მდიდრულ სასტუმროებში ოთახების რაოდენობა...
სიბრმავის პრევენციის საერთაშორისო სააგენტოს (IAPB) ანგარიშის თანახმად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში მხედველობის დაკარგვის შემთხვევების რაოდენობა 55%-ით გაიზრდება და, შესაბამისად, გავლენას 600 მილიონ ადამიანზე მოახდენს. 2020 წელს მხედველობის გართულება 1.1 მილიარდ...
2022 წლის დაღმასვლის შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, Big Tech-ისთვის და მათი მეწილეებისთვის 2023 ურიგო არ გამოდგა. უმსხვილესი შვიდეულის რიგებს შეუერთდნენ კომპანიები Tesla და Nvidia. დანარჩენი ხუთი Apple-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი,...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაკავებულ თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს და მონაწილეობას ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს. ბელგიელ პოლიტიკოსს მანდატი ნოემბრამდე აქვს, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მან პოზიცია ვადაზე...
ფრანგულ კონგლომერატ LVMH-ის საათებისა და სამკაულების განყოფილების ინფორმაციით, LVMH Watches-ის აღმასრულებელ დირექტორად ფრედერიკ არნო დაინიშნა. LVMH-ის მილიარდერი თავმჯდომარის, ბერნარ არნოს 29 წლის ვაჟი 2017 წლიდან TAG Heuer-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას...
NASA-მ ახალი რაკეტით, Vulcan-ით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მისია Peregrine 1-ის ფარგლებში ლენდერი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ 50 წელზე მეტია, რაც აშშ მთვარის ზედაპირზე არ დაშვებულა. მთვარის შესასწავლად გლობალურ რბოლაში ჩასაბმელად აშშ-ის...
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის (HFPA) მიერ დაწესებული პრესტიჟული კინოპრემია „ოქროს გლობუსის“ 2024 წლის გამარჯვებულები ცნობილია. სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები „ოქროს გლობუსის“ რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დაასახელეს, რომელსაც კომედიანტი და მსახიობი, ჯო...
მონაცემთა ვიზუალიზაციაზე ორიენტირებულმა მედია Visual Capitalist-მა 2023 წლის მთავარი ამბების სია მოამზადა, რომელიც Google Search Trends-ის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი. ინფორმაციულ ბუმსა და სოციალური მედიის სიღრმეებში ჩაკარგული ადამიანები 2023 წელს მაინც...
ორგანიზაცია European Best Destinations-მა ახალი წლის ღამის გასატარებლად საუკეთესო ადგილების სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისიც მოხვდა. ცნობისთვის, სია ეფუძნება 112 ქვეყნიდან 11,963 მოგზაურის გამოკითხვას, რომელშიც, ძირითადად, მონაწილეობა მიიღეს მოგზაურებმა დიდი ბრიტანეთიდან...
Samsung-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სამხრეთკორეული კომპანია Galaxy S24-ის სერიის სმარტფონების წარდგენის ღონისძიებას 17 იანვარს გამართავს. როგორც ცნობილია, ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა Samsung-ის ვებგვერდზე, ასევე YouTube-ის მეშვეობით. სმარტფონების წარდგენა...
ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ 2023 წლის IV კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კომპანიამ მიწოდების კუთხით ახალი რეკორდი დაამყარა. მონაცემების თანახმად, IV კვარტალში Tesla-მ მსოფლიო მასშტაბით 484,000 ავტომობილის მიწოდება...