უცხოურ გამოცემებზე დაყრდნობით, კატარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯასიმ ბინჰამად თანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენისთვის გაკეთებული განაცხადი უკან წაიღო. გლეიზერების ოჯახს, რომელიც „პრემიერ ლიგის“ კლუბის გაყიდვას ყველაზე ძვირად გეგმავს, შეიხ ჯასიმმა $6 მილიარდი...
ახლო აღმოსავლეთში უკვე მე-10 დღეა, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ და ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე იერიშის მიტანას ისრაელის...
გეიმინგ-ისტორიაში უმსხვილესი გარიგებით, Microsoft-მა Call of Duty-ის დეველოპერის, Activision Blizzard-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა. $68.7-მილიარდიანი შეთანხმებით, Xbox-ის შემქმნელი ახლა უკვე ფლობს ისეთ თამაშებს, როგორიცაა World of Warcraft-ი, Diablo და Call of...
ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით, მთლიანობაში, მსოფლიოს თერთმეტი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ამ სეზონში 995 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს (გადასახადებისა და აგენტების გადასახადის...
მაშინ როდესაც სამყარო განახლებად ენერგიაზე გადასვლას ჩქარობს, ბიტკოინის მაინერები წელიწადში დაახლოებით 348 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ. იმის დასადგენად, თუ საიდან იღებენ ბიტკოინები ენერგიას, Visual Capitalist-მა კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და კლიმატზე...
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ღაზაზე ისრაელის სახმელეთო თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი „აბსოლუტურად მიუღებელი“ იქნება. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. პრეზიდენტმა პუტინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის სამხედროებმა 24...
ევროკავშირის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, ბლოკმა ილონ მასკის X-ის მიერ ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიმდინარე დაპირისპირების დეზინფორმაციებსა და ძალადობრივ კადრებთან გამკლავების ხარისხის მოკვლევა დაიწყო. ევროპულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გაერთიანებამ საკითხის შესახებ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო....
Netflix-ი 2025 წლიდან მულტიფუნქციური პუნქტების გახნას გეგმავს, სადაც ფილმების თაყვანისმცემლებს ტანისამოსის შეძენის, თემატური საკვების დაგემოვნებისა და შესაძლოა, Squid Game-ის დაბრკოლებების გამოცდის საშუალებაც კი მიეცეთ. კომპანიის სამომხმარებლო პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტის, ჯოშ საიმონის...
Formula 1-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მილიარდერი ბერნი ეკლსტოუნი თაღლითობის საქმეზე წაყენებულ ბრალს აღიარებს. ეკლსტოუნს ბრიტანელი პროკურორები ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების საზღვარგარეთ გადამალვაში ადანაშაულებენ. 92 წლის ეკლსტოუნის ბრალდება სინგაპურის ტრასტში,...
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ, მარტში, პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი პირველი უცხოური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ იშვიათად მოგზაურობს, ყირგიზეთში ვიზიტი...
მოდის ფრანგული გიგანტ LVMH-ის აქციების ფასი ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მკვეთრად დაეცა. კონგლომერატის შემოსავლების ზრდამ მოსალოდნელზე ცუდი შედეგები აჩვენა, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომხმარებლები, მსოფლიოში არსებული...
აშშ-ში შეერთებული შტატების არმიის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ყოველწლიური სამხედრო-სამრეწველო გამოფენა AUSA 2023 დასრულდა. კონფერენცია და გამოფენა 9-11 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მას მსოფლიოში უმსხვილესი კერძო სამხედრო კომპანიები ესწრებოდნენ. ვაშინგტონში თავი...
ისრაელში მეხუთე დღეა, „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ ისრაელის პოზიციებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, 1,200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,...
2023 წლის პირველ ცხრა თვეში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, ჩინეთს $42 მილიარდის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მიადგა. უპრეცედენტო მონაცემები ზარალის შესახებ, რომელიც 1.4-მილიარდიან ქვეყანაში მასიური წყალდიდობების, ქვიშის ქარიშხლებისა და სხვა კატასტროფების სერიამ...
2025 წლიდან, სტოკჰოლმი, ქალაქის ცენტრის ძირითად ნაწილებში, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გადაადგილებას აკრძალავს. სატრანსპორტო საკითხებში შვედეთის დედაქალაქის ვიცე-მერის განცხადებით, მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სატრანსპორტო ხმაურის შემცირებაა. ახალი გეგმით,...
ზამთრისთვის გერმანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას კიდევ უფრო შეეცდება და ომში მყოფ ქვეყანას, სამხედრო აღჭურვილობის დაპირებულ პაკეტს მიაწვდის. უკრაინისთვის განკუთვნილი საჰაერო თავდაცვის პაკეტის ღირებულება €1 მილიარდია და მოიცავს Patriot-ის სისტემებსაც,...