ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა და ფილანთროპმა, უორენ ბაფეტმა ახლახან ქველმოქმედებისთვის Berkshire Hathaway-ს 4.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაიღო. როგორც ცნობილია, “B” ტიპის 13.7 მილიონი აქცია ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გადანაწილდა. მათ...
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი მის პატივსაცემად სამთავრობო ვახშამი გამართა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები და მილიარდერებიც ესწრებოდნენ. ვახშამზე დამსწრეთა შორის ყველაზე მდიდარი...
სამ ათწლეულზე დიდი ხნის წინ, 1988 წელს დაარსებული ამერიკული BlackRock-ი დღეს კაპიტალის მართვის კუთხით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა. ის $9 ტრილიონის ღირებულების კაპიტალს აკონტროლებს. BlackRock-ის პორტფელს ინვესტორები სახელმძღვანელოდ ხშირად იყენებენ. სტატიაში...
ჩინეთის შიდა წარმოების პირველმა სამგზავრო თვითმფრინავმა სადებიუტო კომერციული ფრენა შეასრულა. სახელმწიფო გამოცემა China Daily-ის ცნობით, ჩინეთის კომერციული ავიაციის კორპორაციის (COMAC) მიერ წარმოებულ C919-თვითმფრინავზე დაახლოებით 130 მგზავრი იმყოფებოდა. COMAC-ის თვითმფრინავი კვირას...
გაცნობის აპლიკაცია Bumble-ი შერჩეულ ბაზრებზე მისგან დამოუკიდებელი BFF-აპლიკაციის გაშვებას გეგმავს, რომელიც მომხმარებელს ახალი მეგობრების პოვნის საშუალებას მისცემს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი აპლიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლიდან ჩაეშვება. Bumble-ის ინფორმაციით, ახალი...
ესტონური ფირმა Bolt-ი საკვები პროდუქტების მიტანის სერვისში თვითმართვადი რობოტების გამოყენებას იწყებს. რობოტების მწარმოებელ კომპანია Starship Technologies-ისთან თანამშრომლობით, მიწოდების ახალი ტიპის სერვისი პირველად ქალაქ ტალინში დაინერგება, შემდეგ კი ეტაპობრივად ევროპის სხვა...
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგებაში ცვლილებები არ შეინიშნება. სტოლტენბერგის განცხადება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ რუსეთისგან გარკვეული ტიპის ტაქტიკური იარაღის მიღების დადასტურებას მოჰყვა. ტელევიზიისთვის მიცემულ...
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ელექტრომობილების გიგანტი ინდოეთში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. განცხადება მილიარდერმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ილონ მასკი და ნარენდრა მოდი ერთმანეთს შეერთებულ...
რუმინეთის ხელისუფლების განცხადებით, ინფლუენსერსა და ყოფილ კიკბოქსერ ენდრიუ ტეიტს გაუპატიურების, ადამიანით ვაჭრობისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით კრიმინალური ჯგუფების შექმნის ბრალდებით გაასამართლებენ. ტეიტსა და მის ძმას, ტრისტანს, ორ სხვა ეჭვმიტანილთან...
გაეროს ინფორმაციით, სუდანში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. ორგანიზაციის გაფრთხილებით, ქალაქ დარფურში თავდასხმების ესკალაცია შესაძლოა „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“ იქნას განხილული. სუდანში დაძაბულობა აპრილის შუა...
ევროკავშირის ავტომწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით, მაისში ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 71%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, უკვე ზედიზედ მეათე თვეა, ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებლები იზრდება. ამჯერად ზრდამ მაისში 18.5% შეადგინა. ელექტრომობილებისა...
თითქმის 300 წლის განმავლობაში არასწორად იდენტიფიცირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც საბოლოოდ, რენტგენის ანალიზის დახმარებით, ბაროკოს სტილის წარმომადგენელ მხატვარს, პეტერ პაულ რუბენსს მიაკუთვნეს, შესაძლოა, აუქციონზე 7.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. ხელოვნების ნიმუშის...
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. „ტიტანიკის“ ნამსხვრევების დასათვალიერებლად ჩასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ორშაბათს გაუჩინარდა. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ავიახომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალი აღმოაჩინა, რამაც...
სინგაპური, ერთ-ერთი პირველი ქალაქი აზიაში, რომელმაც პანდემიის შემდეგ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, მდიდრებისთვის პოპულარულ მიმართულებად და მილიარდერთათვის წამყვან გლობალურ ჰაბად იქცა. შედეგად ქალაქმა, Julius Baer-ის Lifestyle Index-ის რეიტინგში, 2022 წლის...
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ ცნობს. გარდა ამისა, ფედერალური ბრალმდებლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა საპროცესო შეთანხმებასაც, რომელიც იარაღის შეძენის საქმეს...
კარლოს გონი, Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი ავტომწარმოებელს უჩივის და $1 მილიარდის კომპენსაციას ითხოვს. ლიბანში, 18 მაისს შეტანილი სარჩელის თანახმად, Nissan-ი ცილისწამებაში, რეპუტაციის შელახვასა და მატერიალური მტკიცებულებების გაყალბებაშია დადანაშაულებული. გონი იაპონიაში 2018...