მსოფლიო

Presented by

გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისათვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების წარმოებაზე მასობრივად გადასვლის წინ ავტომწარმოებელი საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს...

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი, Moderna, 2023 წლის ბოლომდე გლობალურად დაახლოებით 2,000 თანამშრომლის დაქირავებასა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ახალი ოფისების შექმნას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირების ფონზე, Moderna mRNA-ტექნოლოგიაზე...

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების უმძლავრესმა რაკეტა Starship-მა ორბიტისკენ სადებიუტო სატესტო ფრენა შეასრულა. აპარატი ტეხასში მდებარე SpaceX-ის კუთვნილი Starbase-ის ბაზიდან წარმატებით გაუშვეს. თუმცა Starship-მა დანიშნულების...

კვლევითმა ორგანიზაცია Fitch Solutions-მა სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მსოფლიო ბრინჯის გლობალური დეფიციტის საფრთხის წინაშეა. „ბრინჯის ფასი ამჟამად ათწლიან მაქსიმუმზეა და, სავარაუდოდ, მომავალში ვითარება კიდევ უფრო მეტად...

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 783 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,...

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიარდის ფარგლებში იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი...

უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე, ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს, რომლის სახელწოდება TruthGPT იქნება. ის კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის ხელოვნურ ინტელექტებს გაუწევს. მასკის განმარტებით, TruthGPT-ს მთავარი დანიშნულება სამყაროში არსებული ჭეშმარიტებების...

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ინდოეთში პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა, რითაც სიდიდით რიგით მეხუთე ეკონომიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას გეგმავს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის გეგმების მასშტაბს ცხადყოფს ისიც, რომ ქვეყანაში პირველი...

პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-6 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. აქვე გეტყვით, რომ...

Volkswagen-ის მფლობელობაში არსებული Audi 2023 წელს შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდას გეგმავს. კომპანიის მოლოდინი მიმდინარე წელს შემოსავლის 69-72 მილიარდი ევროთი გაზრდაა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 61.8 მილიარდ ევროს შეადგენდა. თუმცა საინტერესოა, რომ...

აშშ-ში მდებარე ვირჯინიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს ფერმენტი, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული ფერმენტი სხვა კუთხით აქამდეც კარგად...

უახლესი ანგარიშის თანახმად, თუ ქმედითი ზომები არ იქნა გატარებული, 2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სიმსუქნე ან ჭარბი წონა შეაწუხებს. ამის შესახებ ანგარიში World Obesity Federation-მა გამოაქვეყნა. დღესდღეობით, პლანეტის მოსახლეობის...

გასულ ფისკალურ წელს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა, ინდოეთში $7 მილიარდის ღირებულების iPhone-ები ააწყო, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით,...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ექსპრესმონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $4.78 მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია. საქსტატის ექსპრესმონაცემებით, სავაჭრო ბრუნვაში...

უმსხვილესმა იაპონურმა საფინანსო ორგანიზაცია SoftBank-მა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Alibaba-ში ინვესტიციის მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. Financial Times-ის ინფორმაციით, ბანკმა ერთი კვირის განმავლობაში Alibaba-ს დაახლოებით 7.2 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, თუმცა...

სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის პოლიცია (NYPD) რობოტ ძაღლებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის პოლიცია “ციფრულ ძაღლებს” დამნაშავეების...

უახლესი