მსოფლიო

Presented by

YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი და Google-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, სიუზან ვოიჩიცკი თანამდებობას ტოვებს. ტექნოლოგიურ გიგანტში ვოიჩიცკიმ, მისი დაარსების დღიდან, თითქმის 25 წელი გაატარა. 54 წლის ვოიჩიცკის თანამდებობაზე მისივე მოადგილე ნილ მოჰანი...

ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს – დაავადების, რომელიც ფუნქციურ დაქვეითებას იწვევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრებმა ხუთშაბათს გაავრცელეს. მათი განცხადებით, უილისის დაავადება პროგრესირდა მას შემდეგ,...

2023 წლის Super Bowl-ის პერფორმანსის შემდგომ, რიანას სიმღერების ციფრული გაყიდვები 390%-ით, ხოლო აუდიოსტრიმინგზე მოთხოვნა 211%-ით გაიზარდა. Luminate-ის მონაცემებით, შოუს დასრულების შემდგომ Spotify-ის ყოველდღიური ტოპ-სიმღერების გლობალურ ჩარტებში ყველაზე მეტი პოზიციით სწორედ...

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ, ტაივანისათვის იარაღის მიყიდვის გამო, ორი ამერიკული სამხედრო კონტრაქტორი, Lockheed Martin-ი და Raytheon-ი „არასანდო სუბიექტების სიაში“ შეიყვანა და სანქციები დაუწესა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, Lockheed Martin-ს,...

Meta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯების ლიმიტს 4 მილიონი დოლარით, 14 მილიონ დოლარამდე ზრდის. Meta-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში...

მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ბანკს არ განუმარტავს უშუალოდ რომელი სასამართლო...

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის მონაცემებს ეყრდნობა. Forbes-ის დათვლებით, გასულ წელს, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სუპერვარსკვლავების ათეულმა ერთი წლის წინანდელი შედეგის გაუმჯობესება და $1.35 მილიარდზე...

ირანული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი ჯამ ნაჯაფი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შესაძენად $3.75-მილიარდიან შეთავაზებას ამზადებს. მილიარდერის მიერ პრემიერ-ლიგის საფეხბურთო კლუბის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს. ნაჯაფი, რომელიც ამავდროულად MSP Sports Capital-ის...

მაიკლ ჯორდანმა საქველმოქმედო ფონდ Make-A-Wish-ს 10 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ორგანიზაციამ ოთხშაბათს გაავრცელა. მისი ცნობით, NBA-ის ლეგენდისა და მილიარდერის საჩუქარი ყველაზე დიდი ინდივიდუალური დონაციაა საქველმოქმედო ორგანიზაციის 43-წლიანი...

შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი, პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობიდან გადადგა. სტარჯონი ქვეყნის ლიდერის როლს 8 წლის განმავლობაში ასრულებდა. გარდა ამისა, ის შოტლანდიის ნაციონალური პარტიის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებდა. სტაჯონის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება...

საკითხთან დაახლოებული პირების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმა Reddit-ი მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, Reddit-ს IPO-სათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია განახლებული აქვს...

ცოტა ხნის წინ, „ლოს-ანჯელეს ლეიკრესის“ ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში კარიერის განმავლობაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. მან კარიმ აბდულ-ჯაბარის შედეგი, 38,387 ქულა გააუმჯობესა. მოცემული დროისთვის, ჯეიმსის მონაგარი და შესაბამისად, სარეკორდო...

გასულ წელს, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის $1.95 მილიარდად შეფასებული აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო. მონაცემებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) აქვეყნებს. როგორც ამერიკის შეერთებული...

გასული კვირა მეტად დატვირთული აღმოჩნდა ელექტრომობილებთან დაკავშირებული კომპანიების სიახლეებით – Ford-მა, მაგალითად, მიჩიგანში ელექტრობატარეების ქარხნის აშენების შესახებ განაცხადა, ხოლო Rivian-მა ელექტოველოსიპედების ბაზარზე შესვლა დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes...

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე...

Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად ფრანგულმა ბრენდმა პროდიუსერი და მომღერალი, ფარელ უილიამსი დაასახელა. თანამდებობაზე უილიამსის დანიშვნით, ფრანგული ბრენდი ცნობილ სახეებთან თანამშრომლობისა და შემოქმედებაში ქუჩის სტილის დანერგვის ბოლოდროინდელ ტენდენციას ინარჩუნებს....

უახლესი