ყველა სიახლე

Presented by

Spotify საქართველოში შემოდის. ამის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიდან ირკვევა, რომელიც კომპანიამ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. საქართველოს გარდა, Spotify კიდევ 80-ზე მეტ ქვეყანაში შედის, რითაც დამატებით მილიარდზე მეტი მომხმარებლის მოზიდვას გეგმავს. „ახალი ქვეყნების...

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს დამფუძნებელი, სტივ ნიკანდროსი, ასევე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს კიდევ ორი წევრი, ლუის ჯუსტი და ტაილერ ნელსონი Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტსა და CEO-ს ზაზა მამულაიშვილს ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებენ. საქმეს აშშ-ის...

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს დირექტორთა საბჭოს სამ წევრსა და კომპანიის ყოფილ პრეზიდენტს ზაზა მამულაიშვილს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ზაზა მამულაიშვილი დირექტორთა საბჭოს სამ წევრს, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელ სტივ ნიკანდროსს, ასევე...

iPhone-ის გაყიდვებმა 2020 წლის ბოლო სამ თვეში Apple-ი მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლად აქცია. ამის შესახებ CNN წერს. 5G მხარდაჭერის მქონე iPhone 12-ის გამოშვებამ კომპანიას მეოთხე კვარტალში პირველი პოზიცია დაუბრუნა. ბოლოს,...

მსოფლიოს ტოპ-10 საინვესტიციო ფონდის მენეჯერმა 2020 წელს $20.1 მილიარდი გამოიმუშავა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, Millennium Management-ის მმართველმა ისრაელ ენგლანდერმა გასულ წელს $3.8 მილიარდი გამოიმუშავა და ეს ყველაზე დიდი...

PMI Science-მა, რომელიც თამბაქოს პროდუქტების გლობალური მწარმოებლის “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” სამეცნიერო მიმართულებას წარმოადგენს, “თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ახალი სამეცნიერო შეფასებები წარადგინა. საუბარია PMI-ის მიერ შექმნილ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებზე,...

მაშინ როდესაც აშშ-ში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას წლის ბოლოსთვის ელოდებიან, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება, სავარაუდოდ, 2022 წელსაც საჭირო იქნება....

ბიტკოინის ბაზრის მოცულობამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ღირებულება იმ ბიტკოინებისა, რაც დღეს მსოფლიოში ივაჭრება, $1 ტრილიონს სცდება. ეს კი იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოში ყველაზე...

ამერიკულმა ავიამწარმოებელმა Boeing-მა 777 მოდელის თვითმფრინავების ოპერირების შეჩერების რეკომენდაცია გასცა. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი ერთ-ერთი მსგავსი მოდელის თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა გახდა. კერძოდ, ლაინერი, რომლის ბორტზეც 231 მგზავრი იმყოფებოდა, რამდენიმე...

Valentino-ს მანჰეტენელი მეიჯარე უჩივის. როგორც მეიჯარე კომპანია ამბობს, იტალიურმა ბრენდმა იჯარის პირობები დაარღვია და მანჰეტენზე მაღაზია დახურა. ფართის გამქირავებელი კომპანიის თქმით, Valentino-მ იჯარის საფასური 2029 წლის ივლისამდე უნდა გადაიხადოს. სწორედ...

თითქმის ყველა სექტორში ბიზნესის დაწყების შემდეგ, ინდოელი მილიარდერის მაკეშ ამბანის კომპანია Reliance Industries-ი უნიკალურ პროექტზე იწყებს მუშაობას. კერძოდ, მათ სურთ, რომ ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი ააშენონ. კონგლომერატი, რომელიც...

ტაივანის ეკონომიკის მინისტრი ვანგ მეი-ჰუა აცხადებს, რომ მან თეთრი სახლისგან გლობალური ავტოჩიპების დეფიციტთან დაკავშირებით წერილი მიიღო. ტაივანის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანაში კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრან....

მიმდინარე კვირას, კერძოდ კი 25-26 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერთა სამიტი გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ევროპელი ლიდერები რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განიხილავენ. ისინი ასევე იმსჯელებენ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების გზებზე და ყურადღებას ვაქცინების წარმოების,...

დამატებითი ინვესტიციების გარეშე აზერბაიჯანიდან ევროპამდე ტრანსანატოლიურმა მილსადენმა (TANAP), შესაძლოა, ევროპაში წყალბადის ტრანსპორტირება დაიწყოს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ცნობისთვის, წყალბადი, რომელიც განახლებადი, ბირთვული და სხვა სახის ენერგორესურსებით იწარმოება, შესაძლებელია, რომ...

Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებლებს ახალ ამბებზე წვდომისა და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა. ამის მიზეზი ის კანონპროექტი გახდა, რომლის მიღებასაც ავსტრალიის მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს. კანონპროექტი სოციალურ პლატფორმებს ახალი ამბების მიღებისთვის გადასახადს დააკისრებს...

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის მზადაა, $4 მილიარდით დააფინანსოს განვითარებადი ქვეყნებისთვის კოვიდ-ვაქცინის უზრუნველყოფა. საუბარია ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ვაშინგტონის პირველადი შენატანი $2...

უახლესი