სამხრეთკორეული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან ქვეყნის ლიდერის მატარებელი რუსეთის მიმართულებით დაიძრა. როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კიმ ჩენ...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნენსი პელოსი კონგრესის 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 83 წლის პელოსი პირველად სან-ფრანცისკოში 1987 წელს აირჩიეს, შემდგომ კი, ორი ვადით, 2007-2011 წლებსა და 2019-2023 წლებში,...
პარასკევს, ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში მომხდარ მიწისძვრას, ამ მდგომარეობით, 2,100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩენილებისა და დაშავებულების სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 6.8 მაგნიტუდის...
ამერიკული მედიასააგენტო CNN-ი ილონ მასკის შესახებ კონტროვერსიულ ცნობას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს ილონ მასკმა საკუთარ ინჟინრებს ყირიმთან ახლოს Starlink-ის დროებით გათიშვა დაავალა, რათა სატელიტური კომუნიკაციები ვერ განხორციელებულიყო და უკრაინული...
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე პოლონეთმა საკუთარი სამხედრო-თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ დამატებით $24 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით $1 მილიარდს დაჰპირდა. დახმარების ახალი რაუნდი მოიცავს მილიონებს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან. როგორც ბლინკენმა უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას...
Wall Street Journal-ის მიერ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა ცენტრალური სამთავრობო სააგენტოების ოფიციალურ პირებს სამსახურებრივი მიზნებით Apple-ის iPhone-ებისა და სხვა უცხოური წარმოების სმარტფონების არათუ გამოყენება, სამსახურში მიტანაც...
ქვეყნის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი მომდევნო კვირას ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 11-20 სექტემბერს დაგეგმილი სწავლება „Eagle...
რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინას Mi-8 ტიპის შვეულმფრენი გადასცა, მხარის შეცვლისა და თან რუსული შეიარაღების წაღების გამო ჯილდოს სახით $500,000-ს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსპიკერმა, ანდრი იუსოვმა სატელევიზიო...
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თავისი მოქალაქეებისთვის პასპორტის განახლება აკრძალა. ახალმა განკარგულებამ შესაძლოა, რეპრესიებს გაქცეული მოქალაქეები აიძულოს, სამოგზაურო დოკუმენტაციის შესანარჩუნებლად ქვეყანაში დაბრუნდნენ. ლუკაშენკოს ახალი ბრძანებით, ბელარუსის პასპორტი შესაძლოა...
New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი, კიმ ჩენ ინი უახლოეს პერიოდში რუსეთში გამგზავრებასა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთთან სამხედრო-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა....
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ზელენსკიმ დაკავებული თანამდებობიდან ოლექსი რეზნიკოვი გაათავისუფლა და მის ადგილას რუსტემ უმიეროვის კანდიდატურა წარადგინა. „რეზნიკოვმა სრულმასშტაბიან ომში თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე 550-ზე...
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტმა საქართველო და მოლდოვა ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნებად“ გამოაცხადა. გადაწყვეტილებით, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის გერმანიაში თავშესაფრის მიღების პროცესი გართულდება, მათი დეპორტაციის ვადები კი დაჩქარდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის...
ცენტრალური აფრიკის სახელმწიფო გაბონში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს. ქვეყნის არმია საარჩევნო კომისიის მიერ, ზედიზედ მესამე ვადით, ალი ბონგოს პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებს. სამხედროებმა მიმართვა სატელევიზიო არხ Gabon 24-ის საშუალებით გაავრცელეს და განაცხადეს,...
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროდან გადაღებული ფოტო გავრცელდა, დონალდ ტრამპის კამპანიამ $7 მილიონზე მეტი შეაგროვა. შეგახსენებთ, რომ ტრამპს ჯორჯიას შტატში 2020 წლის არჩევნების...
Foxconn-ის მილიარდერი დამფუძნებელი, ტერი კოუ, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატურას აყენებს. არჩევნები 2024 წლის იანვარშია ჩანიშნული. ტერი კოუ, თვითმმართველი დემოკრატიული კუნძულის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes-ი ტაივანელს $7.1 მილიარდად აფასებს....