რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული გაუმართლებელი ომის შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე საკუთარი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს. ივნისიდან დღემდე ევროკავშირში რუსული ენერგოექსპორტი 60%-ით შემცირდა. ევროპაში რუსული გაზის უმნიშვნელოვანესი სადენის – ჩრდილოეთის...
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის განცხადებით, დასავლური სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგებას განიხილავენ. მოცემული დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის, ჩარლზ ბრაუნის ინფორმაციით, ქვეყნები...
იტალიის პრემიერ მარიო დრაგის რიგით მეორე მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. დრაგის გადადგომის შემდგომ, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. კოალიციაში შექმნილი უთანხმოების გამო,...
ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტის პირველადი ვერსიის თანახმად, EU საკვებითა და სასუქებით გლობალურ ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შესამსუბუქებლად ზოგიერთ რუსულ ბანკს გაყინულ აქტივებს დაუბრუნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც...
რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობის ახალ ფაზაზე გადასვლა არასასურველი მოვლენაა დასავლეთისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიც შეშფოთებით აკვირდება. ფაქტია, რომ იმ იშვიათ ოფიციალურ შეხვედრებს შორის, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პრეზიდენტმა...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფებიან. ისინი ირანის მთავრობასთან სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, პუტინმა, ერდოღანმა და რაისიმ ერთობლივი...
ტექსტილის შვედურმა ფირმა H&M-მა რუსეთში ბიზნესის სამუდამოდ შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც კომპანიას დაახლოებით $200 მილიონი დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ H&M-მა ქვეყნის მასშტაბით გაყიდვები ჯერ კიდევ მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე ხანში...
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ცნობისათვის, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან აღნიშნული მოლაპარაკებები 2020 წლიდან შეჩერებული...
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთი დე ფაქტო რეჟიმს ბაბუშარის აეროპორტის რეაბილიტაციაში დაეხმარება. მისი განმარტებით, აღდგენის პროცესი 2024 წლამდე...
პირველ ივლისს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ექვსი თვით ჩეხეთმა ჩაიბარა. როგორც ყოველთვის, მოცემული პოზიცია პრეზიდენტ ქვეყანას საშუალებას აძლევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა იქონიოს და კონკრეტულ საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ დიპლომატიურ...
უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა 12.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს რეზერვები გაყიდა. „ჩვენ ვყიდით ოქროს რეზერვებს, რათა იმპორტიორებმა ქვეყანაში...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ ორ სტრუქტურაში სახელმწიფოს ღალატის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ ორივე მათგანი პრეზიდენტი ზელენსკის...
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკოორდინაციო ცენტრი თურქეთში, სტამბოლში იფუნქციონირებს. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საკოორდინაციო ცენტრის გახსნის შესახებ შეთანხმება ყველა ჩართულ მხარეს შორის გაფორმდა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს...
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული, პრორუსული რეგიონები სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარა. აღნიშნულ ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში მესამე სახელმწიფო გახდა, რომელმაც დონეცკისა...
კოალიციაში შექმნილი უთანხმოების შემდგომ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პოპულისტურმა პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ კრიტიკულ საპარლამენტო კენჭისყრაში დრაგის მთავრობას მხარი არ დაუჭირა. იტალიის პრეზიდენტმა...
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით გადადგა. კალასი ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და „ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატის მოთხოვნას“ გეგმავს. ესტონეთის ყოფილი პრემიერი სამთავრობო კოალიციას კონსერვატიულ პარტია...