სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი 2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 0.9%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის დეკემბერთან შედარებით 4.7%-ით...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 23%-ით (657 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 10%-ით (869 მილიონი დოლარით). 2015 წელს 2.2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა,...
2015 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2014 წელთან შედარებით 361 მილიონი დოლარით (25%-ით) შემცირდა, ხოლო 2013 წელთან შედარებით კი 397 მილიონი დოლარით (27%-ით) შემცირდა. 2014 წელს საქართველოში 1 441...
დღეს, 12 იანვარს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4148 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა დოლარი მაშინ გაყიდა, როცა ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.43-ს მიაღწია....
2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.7% იყო, ხოლო 2012 წლის...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში საქონლისა და მომსახურების ფასები 0.6%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ (2015 წლის 12 თვის) 4.9% შეადგინა. 2015 წელს ყველაზე მეტად (11%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო...
2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 170 მილიონი დოლარით (7%-ით) შემცირდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2015 წლის ბოლომდე...
2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 639 მილიონი დოლარით გაიზარდა და 14.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 2.2 %-ით გაიზარდა. 2014 წელს 2 229 094 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წელს 2 278 562. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად,...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა. ხოლო 2015 წლის 11 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 3% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ...
2015 წლის ნოემბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა ჯამში 51 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 34 მლნ ლარით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები – 124 მლნ ლარით, ხოლო მიმდინარე...
მიმდინარე წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.2% პუნქტით გაიზარდა და 21.1% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.2% პუნქტით გაიზარდა და 10.4%-ს გაუტოლდა. გასულ თვეში საქართველოს კომერციული...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები რეგიონალურ ჭრილში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2014 წელს საქართველოს მშპ-ს 56.2% თბილისში შეიქმნა, ჯამში 14.1 მილიარდი ლარის საქონელი და მომსახურება....
2015 წლის პირველ სამ კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 2.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი მასში შემავალი ცალკეული დარგების ზრდის წილობრივი ჯამია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში რა წილს...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 52%-ით (21 მლნ დოლარით) გაიზარდა და 62 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-ნოემბერში კი 2014 წლის იანვარ-ნოემბერთან...
სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში პრივატიზაციის შედეგად 134.9 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა...