ტექნოლოგიები

Presented by

მსოფლიოს უმდიდრესმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ ყოველწლიური კაპიტალური დანახარჯების $8 მილიარდამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წელს Tesla $6-8...

Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დისმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. გერმანული ავტომწარმოებლის ამბიციური გეგმების ფონზე, მისი წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, Volkswagen-ი უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გაყიდვებსა თუ ინოვაციებში კონკურენტების დაჯაბნას აპირებს. თუმცა, როგორც...

გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა მრავალმხრივი ტექნოლოგიური სიახლეებით: მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ამერიკულმა Amazon-მა პირველადი ჯანდაცვის ამერიკული ქსელი, One Medical-ი შეიძინა, ხოლო იაპონურმა Sony-მ კიბერსპორტის ტურნირების პლატფორმა, Repeat.gg-ი შეიძინა. თუმცა...

მონაცემთა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ჩინეთში ადგილობრივი გიგანტი, Didi 1.2 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმეს. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ კომპანია 2015 წლიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არალეგალურად აგროვებდა. მისივე განმარტებით,...

ჩინურმა გიგანტმა, Baidu-მ ახალი თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება. კომპანია ავტომობილის გამოყენებას მომდევნო წლიდან ჩინეთში რობოტაქსის სერვისისთვის გეგმავს. Baidu-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თვითმართვადი ავტომობილის ღირებულება 37 000 აშშ...

ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის კვარტალური შედეგები ცნობილია – Tesla-მ მფლობელობაში არსებული ბიტკოინის 75% გაყიდა და მის სანაცვლოდ 936 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელობამ კრიპტოაქტივებში ინვესტირება გასულ...

სტრიმინგ სერვისების პოპულარული კომპანიის, Netflix-ის გამომწერების რაოდენობა კლებას განაგრძობს. კომპანიამ მეორე კვარტალში, აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, თითქმის მილიონი გამომწერი დაკარგა. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ Netflix-ი ამ პერიოდის განმავლობაში უფრო მეტ გამომწერთან...

მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაცია გავლენას ტექნოლოგიური გიგანტების გადაწყვეტილებებზეც ახდენს. ინფლაცია, რეცესიის რისკი, უკრაინაში მიმდინარე ომი და კორონავირუსის პანდემია ის მთავარი საკითხებია, რის გამოც მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების დიდი...

ამერიკის შეერთებული შტატების ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლებს, ქვეყნის ქსელებიდან ჩინური Huawei-ისა და ZTE-ის აღჭურვილობის სამუდამოდ ამოსაღებად, დამატებით $3 მილიარდი სჭირდებათ. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების აშშ-ის ქსელიდან სამუდამოდ გაქრობას კი ჯამში $4.9 მილიარდი დასჭირდება....

გასული კვირა განსაკუთრებული აღმოჩნდა დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიდან წასული თანამშრომლების კუთხით: ერთი მხრივ, Apple-თან მუშაობა შეწყვიტა კომპანიის ლეგენდარულმა დიზაინერმა, ჯონი აივიმ, ხოლო მეორე მხრივ, Tesla დატოვა კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა,...

ონლაინგადახდების ამერიკულმა ფინ-ტექ კომპანია Stripe-მა, რომელიც სილიკონ-ველის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო ტექნოლოგიურ კომპანიად მიიჩნევა, საკუთარი ღირებულების შეფასება 28%-ით შეამცირა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. აღსანიშნავია, რომ...

საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ბრიტანული ავტომწარმოებლის, Aston Martin-ის მეორე ყველაზე დიდი აქციონერი გახდა. მან კომპანიის თითქმის 17%-იანი წილი შეიძინა, რის შემდეგაც Aston Martin-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 20%-ით...

სმარტფონიდან კომპიუტერამდე, ავტომობილიდან თვითმფრინავამდე – ნახევარგამტარები და ჩიპები თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი რესურსებია, რომელთა გარეშეც ტექნოლოგიური წარმოება და ახალი პროდუქციის შექმნა არათუ უბრალოდ რთული, არამედ შეუძლებელია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნახევარგამტარების კოლოსალური მნიშვნელობის...

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის ფონზე, გერმანულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Bosch-მა განაცხადა, რომ 2026 წლისთვის, ამ სექტორში €3-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიციის მიზანს დეკადის ბოლომდე მიკროჩიპების გლობალურ წარმოებაში ევროპის წილის 20%-მდე გაზრდა წარმოადგენს. ახალ...

ელექტრომანქანებზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნის ფონზე, Panasonic-ი ელექტრობატარეების წარმოებას აფართოებს, რისთვისაც ამერიკაში, შტატ კანზასში $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ Panasonic-ის ახალი ქარხანა შტატში ოთხი ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „საავტომობილო ინდუსტრიის...

ტრადიციულად ავტოინდუსტრიისათვის გასული კვირაც საინტერესო გამოდგა. სფეროს განვითარების ტემპები მის მიმომხილველებს მოდულების საშუალებას არ გვაძლევს და ყოველდღიურად გვაოცებს. შესაძლოა ავტომწარმოებლებისათვის ეს ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ავტომოყვარულებში იმ ემოციებს იწვევს, რაც ინდუსტრიის...

უახლესი