ტექნოლოგიები

Presented by

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ათი ათასამდე კრიპტოვალუტა არსებობს, რომელთა სრული უმეტესობის შესახებ არასდროს გაგიგიათ და შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ არც არასდროს გაიგებთ. თუმცა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ათი ათასი კრიპტოვალუტიდან...

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ტერასაკის ბიოსამედიცინო ინოვაციების ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს კონტაქტური ლინზა, რომელსაც ცრემლზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოსტიკა შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკვლევართა მიერ გამოცემა Advanced Functional Materials-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებული სიახლეებით, რადგან ახალი VR-სათვალეების გამოშვების შესახებ ერთბაშად ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Meta-მ და Sony-მ განაცხადეს – პირველის უახლეს...

ინტერნეტის განვითარების ფონზე, თითქმის ყოველწლიურად იზრდება კიბერკრიმინალთა მცდელობები, სარგებლის მიღების მიზნით, გატეხონ და დაჰაკონ ციფრული სისტემები. კრიმინალის გააქტიურების ფონზე, საჯარო უწყებები და კომპანიები მეტ დროსა და რესურსებს უთმობენ კიბერუსაფრთხოებას და...

გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ტერასაკის ბიოსამედიცინო ინოვაციების ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს კონტაქტური ლინზა, რომელსაც ცრემლზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოსტიკა დაახლოებით 30 წუთში შეუძლია. ჯეიმს...

ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford-ი ინდუსტრიის იმ კომპანიების რიცხვს შეუერთდა, რომელთაც რთული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, თანამშრომლების დათხოვნა გადაწყვიტეს. პირველ ეტაპზე, Ford-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და...

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის საკითხების მმართველი ორგანოს (DEWA) განცხადებით, მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგურის მეშვეობით 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება. Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის სახელწოდებით ცნობილი...

ახალი მონაცემების მიხედვით, მოდის ინდუსტრიის ტოპ NFT-პროექტებმა შემოსავლებით ჟურნალ Time-ის, Budweiser-ისა და Pepsi-ის პროექტებს აჯობა, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. მოდის ინდუსტრიიდან შემოსავლების კუთხით ყველაზე წარმატებული Nike-ი აღმოჩნდა, რომელმაც NFT-პროექტებიდან...

Intel Corp-ი და კანადის Brookfield Asset Management-ი ერთობლივად აშშ-ის, კერძოდ კი არიზონის შტატის ჩიპების წამყვან ქარხნებში $30 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ. ამ გზით, Intel-ი საკუთარი ამბიციების მიღწევასა და ჩიპების წარმოების გაძლიერებას...

გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში ერთბაშად რამდენიმე საინტერესო რამ მოხდა. ავტომწარმოებელთა ნაწილმა ახალი პარტნიორობის შესახებ განაცხადა. ზოგმაც საკუთარი პირველი ელექტრომობილი წარადგინა და ელექტრიფიკაციისაკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ავტომობილთან...

გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა: სტრიმინგმა აშშ-ში საკაბელო ტელევიზიას მაყურებელთა რიცხვით პირველად გადაუსწრო, ხოლო Amazon-მა საკუთარ აპლიკაციაში TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალს ტესტირება დაიწყო. სიახლეებია საქართველოშიც, სადაც ქართულმა ფინტექ-სტარტაპმა, Payze-მ...

მიმდინარე წლის ივლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტრიმინგ-სერვისებმა საკაბელო ტელევიზიას მაყურებელთა რიცხვით ისტორიაში პირველად გადაუსწრო, – ამის შესახებ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის, Nielsen-ის ყოველთვიურ ანგარიშში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, ივლისში, გასული წლის ანალოგიურ...

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა: Alibaba-მ, ByteDance-მა და Tencent-მა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს ალგორითმების შესახებ ინფორმაცია პირველად მიაწოდეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ სწორედ ალგორითმი წყვეტს, თუ რა სახის ინფორმაციას ხედავენ მომხმარებლები და რა თანმიმდევრობით....

ცოტა ხნის წინ, სატელიტური გამოსახულების ფინურმა კომპანია ICEYE-მ ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდთან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ფონდი უკრაინის მთავრობას ICEYE-ის მიერ მიწოდებული სატელიტური ფოტოებით მოამარაგებს და თანამგზავრული მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ცნობისთვის, ICEYE ფინური...

ჩინური კომპანია Chery რუსულ ქარხნებში ავტომობილების საწარმოებლად მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასააგენტო Tass-ი ავრცელებს. როგორც ჩანს, Tass-ი Chery-ს რუსული დანაყოფის დირექტორის, ვლადიმირ შმაკოვის სიტყვებს ეყრდნობა. „უპირველეს ყოვლისა,...

მსოფლიოს უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, American Airlines-მა Boom Supersonic-ს ოცი ზებგერითი თვითმფრინავი დაუკვეთა, – ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ. ამ გარიგებით, რომელიც დამატებით ორმოცი თვითმფრინავის შეძენის საშუალებასაც ითვალისწინებს, American Airlines-ი რიგით მეორე...

უახლესი