ინვესტიციები

Presented by

„ტერასა ჯგუფის“ ₾7-მილიონიანი ინვესტიციით ბაკურიანში მასშტაბური დასასვენებელი კომპლექსი „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ შენდება. პროექტი 2022 წლისთვის დასრულდება და გააერთიანებს როგორც აპარტამენტებს, ისე 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რესტორანს, დახურულ აუზს, ტერასას, საბავშვო გასართობ სივრცეებს,...

ქართულმა სტარტაპმა influence.ge-მ 1,5 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო როგორც უცხოელი ინვესტორებისგან, ისე ადგილობრივი საგრანტო პროგრამებიდან. დაფინანსება სრულად სტარტაპის ტექნიკურ განვითარებას მოხმარდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში, მათ შორის, საზღვარგარეთ გასვლაშიც დაეხმარა....

აჭარაში 2022 წლის ივნისში დასრულდება ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსის, „მზიური გარდენსის“ მშენებლობა, რომელიც პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში. 85 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას რეგიონში კომპანია MRMU International-ი ახორციელებს. MRMU International-ი საინვესტიციო და...

“ამბასადორი ჯგუფი” არაერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს და შემდეგი ორი წლის მანძილზე არაერთ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ამბასადორი ჯგუფის“ „გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით არის დაგეგმილი, მათ შორისაა:ახალი 200-ნომრიანი კორპუსი „ამბასადორი...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის კვლევა საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების შესახებ. კვლევის თანახმად, ქვეყანაში სულ 3,200-მდე კომპანიაა, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ...

800-კაციანი რესტორანი თერმული აბაზანებით – კურორტ საირმეში 5 მლნ ევროს ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი იხსნება. პროექტზე შეფი გურამ ბაღდოშვილი მუშაობს. როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ბაღდოშვილი აღნიშნავს, რესტორანში სტუმრებს 10 საათის...

Facebook-ის მფლობელობის გამო მარკ ცუკერბერგთან ეპიკური დამარცხებისა და სილიკონის ველიდან გარიყვის შემდეგ, კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები ბრუნდებიან – ამჯერად როგორც პერსპექტიული მილიარდერები მომავლის ფულის, შემოქმედებითი ეკონომიკისა და, დიდი ალბათობით, თვით...

„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში მორიგ საინვესტიციო პროექტებს იწყებს. საუბარია სასტუმრო აპარტამენტებისა და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობაზე – ინვესტიციის საერთო მოცულობა კი $150 მილიონია. ინვესტიციის 25% თავად „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი...

საქართველოში სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის ახალი პლატფორმა The Crossroads-ი შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც 1-3 სექტემბერს თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტარტაპერი, ინვესტორი და საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელი ეწვევა. The Crossroads – ასე ჰქვია...

ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ეპოქა, როგორიც Coinbase-ი, Kuaishou და Stripe-ი არიან, მსოფლიოს წამყვან ვენჩურ­-­კაპიტალისტებში გუშაგთა ცვლილებას მოასწავებს. Forbes-ის მიდასის რეიტინგი, რომელსაც აწ უკვე მე-20 წელია, ვადგენთ, წელს 24 ახალწვეულს მიესალმება,...

დაბა სურამში 20 მლნ ლარის ინვესტიციით ახალი დასასვენებელ-საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. საუბარია ყოფილი დიმიტროვის ბაღის ტერიტორიაზე განსათავსებელკომპლექსზე, რომლის განხორციელებასაც შპს „ოუქლენდი“ გეგმავს. აღნიშნულმა კომპანიამ ექვსი ჰექტარის ფართობის მიწა სახელმწიფო პროგრამის „100...

Tesla ბიტკოინებს აღარ მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა და მიზეზად კლიმატური ცვლილებები დაასახელა. „ჩვენ შეწუხებული ვართ ბიტკოინის გამომუშავებისა და ტრანზაქციების მიზნით საწვავის გამოყენების სწრაფი ზრდის...

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ავრცელებს ინფორმაციას ქართული სტარტაპის – Pulsar AI-ს შესყიდვის შესახებ, რომელმაც შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია ავტომანქანის დილერებისთვის. პულსარის ავტომატური...

სოფელ უდაბნოში ტურისტული ბიოსოფელი „პანდორა“ შენდება. ტურისტული ჰაბი – ასე უწოდებენ მას კომპანია „უდაბნოში“, რომელიც პროექტზე მუშაობს. საუბარია დუხობორების ყოფილ სოფელზე, სადაც ძველებური სტილის სახლები ახალი იერსახითაა აღდგენილი. როგორც „უდაბნოს“...

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, ეს არის ის აუცილებელი...

თბილისში, ყაზახური ინვესტიციით, 3-ვარსკვლავიანი ეკონომ-კლასის, 123-ნომრიანი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ ექსპრეს ავლაბარი“ გაიხსნება. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ ჯგუფის“ დირექტორმა და ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა Forbes Talks-თან ინტერვიუში აღნიშნა....

უახლესი