Kakhi Chakvetadze

CRRC: ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა წილი 71%-მდე გაიზარდა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

CRRC საქართველოს ახალი კვლევით (Caucasus Barometer), ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა პროცენტული წილი 71%-ია, რაც 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით.

ევროკავშირისგან განსხვავებით, 3%-ით შემცირდა ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა და 57%-ს შეადგენს, ხოლო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 69% მთავარ მტრად რუსეთს, ხოლო 24% მთავარ მეგობრად ამერიკას მიიჩნევს.

ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესების მაჩვენებლები ასეთია:

  • ძალიან აინტერესებს – 8%
  • აინტერესებს – 25%
  • ნაკლებად აინტერესებს – 39%
  • საერთოდ არ აინტერესებს – 26%
  • პასუხისგან თავს იკავებს – 2%

იკლებს რუსული ენის მცოდნეთა რიცხვი (81%) და იზრდება ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა (46%).

სხვაგან ცხოვრების მიზნით ქვეყანას 45% დატოვებდა გარკვეული პერიოდით, 9% კი სამუდამოდ.

საბოლოო ჯამში, 75% ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, 17%-ს მიაჩნია, რომ სიტუაცია არასდროს გამოსწორდება, ხოლო 8% პასუხისგან თავს იკავებს.

ცნობისთვის, CRRC საქართველოს 2024 წლის კვლევა 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1,509 ადამიანმა მიიღო.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია