Salo Papalashvili

ილონ მასკს Tesla-ს CEO-დ შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

1 წუთის წასაკითხი
Presented by

როგორც ჯეიმს მერდოკმა, Tesla-ს დირექტორმა სასამართლოში განაცხადა, ილონ მასკს ელექტრომობილების მწარმოებლის აღმასრულებელ ხელმძღვანელად პოტენციური მემკვიდრე უკვე შერჩეული ჰყავს. მერდოკი, რომელსაც კომპანიის მომავალი CEO-ს ვინაობა არ გაუმჟღავნებია, სასამართლოზე Tesla-ს 2018 წლის ანაზღაურების პაკეტთან დაკავშირებით იკითხებოდა.

სასამართლოს მსვლელობისას, მოსარჩელე მხარის ადვოკატის შეკითხვაზე, ადასტურებდა თუ არა, რომ ილონ მასკს არასდროს დაუსახელებია ვინმე მის შემცვლელად, მერდოკმა განაცხადა, რომ რეალურად მასკმა პოტენციური კანდიდატი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეარჩია. დისკუსიების არსებობას ადმინისტრაციული CEO-ს შერჩევაზე, მასკის დიდი ხნის მეგობარი და 2007-2021 წლებში Tesla-ს საბჭოს წევრი ანტონიო გრასიაც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტული კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, Tesla-ს ინვესტორთა ნაწილი მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ ღელავს, თუ რამდენად შეძლებს მილიარდერი სრულყოფილად შეასრულოს მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის როლი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომწარმოებელში.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ისა და Space X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ „გულწრფელად არ სურდა, რომელიმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყოფილიყო“. თუმცა აგვისტოში, Tesla-ს აქციონერთა კრებაზე მასკმა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით კითხვაზე უპასუხა, რომ „Tesla-ში იმ დრომდე დარჩებოდა, სანამ კომპანიისთვის სასარგებლო იქნებოდა“. ცოტა ხნის წინ მასკმა Twitter-ის სამართავად ახალი ლიდერის პოვნაც დააანონსა.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია