Kakhi Chakvetadze

ყირგიზეთში ექსპორტი 882%-ით გაიზარდა – რა გავყიდეთ?

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ყირგიზეთში ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ამ ქვეყანაში 563.5 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 57.4 მლნ აშშ დოლარზე, 882%-ით მეტია.

ძირითადად, ზრდა მსუბუქი ავტომობილების ხარჯზეა, რომელიც საექსპორტო პროდუქციის სიაში პირველ ადგილზეა 493.5 მლნ აშშ დოლარით (1,135%-იანი ზრდა)

საექსპორტო საქონლის ხუთეული შემდეგნაირია:

  1. მსუბუქი ავტომობილები – 493.5 მლნ აშშ დოლარი;
  2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 49.7 მლნ აშშ დოლარი;
  3. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები – 3.2 მლნ აშშ დოლარი;
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 2.8 მლნ აშშ დოლარი;
  5. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები – 2.8 მლნ აშშ დოლარი.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია.

ამ პერიოდში ექსპორტი 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12.7 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით).

წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი – 2.5 მლრდ აშშ დოლარი;
  • რუსეთი – 2 მლრდ აშშ დოლარი;
  • აშშ – 1.7 მლრდ აშშ დოლარი;

ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზე აზერბაიჯანი (წილი მთლიან ექსპორტში – 14%), სომხეთი (12.9%) და ყაზახეთი (11.4%) არიან, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები – თურქეთი (წილი მთლიან იმპორტში – 16.6%), აშშ (12.5%) და რუსეთი (11.7%).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.8 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ აშშ დოლარით (4.3%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.6 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4% შეადგინა.

მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 928.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია