Salo Papalashvili

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

1 წუთის წასაკითხი
Presented by

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო დახვდნენ.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს შორის პირდაპირი შეხვედრაა ჩანიშნული. გარდა ამისა, შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

ვიქტორ ორბანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამასთან ერთად, უნგრეთის პრემიერს თან ახლავს მეუღლეც – ანიკო ლევაიასი.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გამოცემა Hirtv-ის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. უნგრეთის პრესმდივნის ბერტალან ჰავასის განცხადებით, მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება, გასული წლის ოქტომბერში, უნგრეთში პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას იქნა მიღებული. მაშინ, ქვეყნების პრემიერებმა, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი.

ჰავასის მიერ Hirtv-თან გაკეთებული განცხადებით, ორდღიანი ვიზიტისას, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს, ამას გარდა კი, „მწვანე ენერგეტიკული კორიდორი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ საკითხს განიხილავენ. ორბანის პრესმდივნის შეფასებით, კორიდორის არსი, სამომავლოდ, უნგრულ-რუმინულ-ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგიის უნგრეთში ტრანსპორტირება იქნება.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია