Societe Generale-მა TBC Bank Group PLC-ის წილი გაყიდა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

Societe Generale-მა TBC Bank Group PLC-ის დარჩენილი 5,61%-იანი წილი გაყიდა. 2,8 მილიონი აქცია საერთაშორისო ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა შეიძინეს. თითო აქციის ფასი 15.25 ფუნტი იყო. გარიგების ღირებულება 43 მილიონ ფუნტ სტერლინგამდეა.

დღეის მდგომარეობით თიბისი ბანკის მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები არიან EBRD (8,4%), JP morgan (7,77%), Schroder Investment Management (7.72%), Dunross&Co (5.70%). 

შეგახსენებთ, რომ TBC Group-მა ბანკ რესპუბლიკას 93,64% 315 მილიონ ლარად შეიძინა. გარიგების შედეგად, „სოსიეტე ჟენერალი“ თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო, კერძოდ 5,3% წილის მფლობელი.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია