მაგდა დოლიძე

SpaceX-მა კოსმოსში რეკორდული რაოდენობის თანამგზავრი გაუშვა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ილონ მასკის SpaceX-მა კოსმოსში რეკორდული რაოდენობის თანამგზავრი გაუშვა. კერძოდ, ორბიტაზე ხომალდ Falcon 9-ით სხვადასხვა ზომისა და ფორმის 143 რაკეტა გუშინ გაუშვეს. მანამდე რეკორდი 104 სატელიტი იყო, რომელიც 2017 წელს ინდოეთიდან გაგზავნეს კოსმოსში.

ხომალდზე თავად SpaceX-ის 10 თანამგზავრია. ყველაზე ბევრი (48 თანამგზავრი) კი კომპანია San Francisco’s Planet-ს ეკუთვნის.

ცნობისთვის, ტრადიციულად თანამგზავრები იყო დიდი ზომის, მძიმე და ჯდებოდა ასობით მილიონი დოლარი გასაშვებად, ახლა კი ყველაფერი უფრო კომპაქტური ხდება, რაც კოსმოსში გაშვებას, იქ სამეცნიერო სამუშაოებს და მოგზაურობას უფრო მოქნილს და მარტივს ხდის.

უახლესი

ნიუსლეთერი

სიახლეები თქვენს ინბოქსში

მეტი წასაკითხი

გააზიარე სტატია