Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

10 უმსხვილესი ავტომწარმოებელი მსოფლიოში

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
10 უმსხვილესი ავტომწარმოებელი მსოფლიოში
0
SHARES
0
VIEWS

ავტოინდუსტრია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აწარმოებს ტრანსპორტს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების გადაადგილებისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ავტოინდუსტრიის წევრი კომპანიები აწარმოებენ ისეთ ტრანსპორტს, როგორიცაა ავტომობილები, სატვირთო მანქანები, ფურგონები და სპორტული უნივერსალური ავტომობილები. ზოგიერთი კომპანია კი მოტოციკლებსა და ავტობუსებსაც აწარმოებს. უმსხვილეს ავტომწარმოებლებს კი როგორც წესი უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. აღნიშნული კომპანიები ძირითადად რამდენიმე ქვეყანაშია თავმოყრილი, მათ შორის იაპონიაში, გერმანიასა და აშშ-ში. თუმცა, უმსხვილეს 10 მწარმოებელს შორის სხვა ქვეყანაში დაფუძნებული კომპანიებიც არიან.

Investopedia-მ 12-თვიანი შემოსავლების საფუძველზე 10 უმსხვილესი ავტომწარმოებლის სია შეადგინა. აღნიშნულ სიაში შედიან მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა აქციებიც საჯაროდ ივაჭრება აშშ-სა და კანადაში. მონაცემები 10 სექტემბრისაა და ის YCharts.com-ზე დაყრდნობითაა შედგენილი.

მსოფლიოში 10 უმსხვილესი ავტომწარმოებელია:

1. Toyota Motor Corp.

  • შემოსავალი: $248.6 მლრდ
  • მოგება: $14.4 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $183.3 მლრდ

Toyota იაპონიაში დაფუძნებული მულტინაციონალური კომპანიაა. ის პირველი უცხოელი მწარმოებელი იყო, რომელმაც აშშ-ის ავტობაზარზე დომინანტური ადგილი მოიპოვა. Toyota აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს, მინივენებს და კომერციულ ტრანსპორტს. მის მოდელებს წარმოადგენს: Corolla, Camry, 4Runner-ი, Tacoma და Prius-ი, რომელიც ცნობილი ჰიბრიდული სედანია. Lexus-ი კი კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული მიმართულებაა. Toyota ასევე აწარმოებს ავტონაწილებს და აქსესუარებს.

2. Volkswagen AG

  • შემოსავალი: $247.4 მლრდ
  • მოგება: $6.4 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $95.8 მლრდ

Volkswagen-ი გერმანული ავტომწარმოებელია, რომელიც აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს, ავტობუსებს. მის მოდელებს წარმოადგენს: Tiguan-ი, Golf-ი, Jetta, Passat-ი და სხვა. კომპანიამ ერთ დროს პოპულარული მცირე ზომის კომპაქტური ავტომობილების Volkswagen Beetle-ის წარმოება გასულ წელს შეწყვიტა, ამის მიზეზი მსგავს პატარა ზომის მანქანებზე მოთხოვნის დაცემა გახდა. Volkswagen-ის ცნობილი ძვირადღირებული ბრენდებია Porsche და Audi. კომპანია ასევე აწარმოებს ავტონაწილებს.

3. Daimler AG 

  • შემოსავალი: $174.6 მლრდ
  • მოგება: -$309.3 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $58.7 მლრდ

Daimler-ი გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. კომპანია აწარმოებს კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე სატვირთოებსა და ავტობუსებს. ის აწარმოებს არაერთი ბრენდის ტრანსპორტს, მათ შორის Daimler-ი, Mercedes-Benz-ი, FUSO, Western Star-ი და სხვა.

4. Ford Motor Co. 

  • შემოსავალი: $130.4 მლრდ
  • მოგება: -$2.1 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $27.7  მლრდ

Ford-ი მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. კომპანია აწარმოებს სპორტულ უნივერსალურ მანქანებს, სატვირთოებსა და ფურგონებს. მოდელებს შორის კი კომპანიის მიერ იწარმოება Fusion-ი, Mustang-ი, Edge, Escape, F-150, Ranger-ი და სხვა.

5. Honda Motor Co. Ltd.

  • შემოსავალი: $120.7 მლრდ
  • მოგება: $1.9 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $43.7  მლრდ

Honda იაპონური მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. ის აწარმოებს სამგზავრო მანქანებს, სატვირთოებს, ფურგონებს, მოტოციკლებსა და სხვას. მოდელებს შორის კი ფიგუგირებს: Civic-ი, Accord-ი, Insight Hybrid-ი, Passport-ი, Odyssey, Fit-ი და სხვა. Acura კი კომპანიის ძვირადღირებული ავტომიმართულებაა.

6. Bayerische Motoren Werke AG 

  • შემოსავალი: $116.7 მლრდ
  • მოგება: $5.5 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $49.5 მლრდ

Bayerische Motoren Werke, რომელიც ცნობილია როგორც BMW, გერმანული ავტომწარმოებელია, რომელიც აწარმოებს ძვირადღირებულ ტრანსპორტსა და მოტოციკლებს. კომპანია რამდენიმე ბრენდის ტრანსპორტს უშვებს, მათ შორის: BMW, MINI და Rolls-Royce-ია. გარდა ამისა, ის აწარმოებს ავტონაწილებს და აქსესუარებს.

7. General Motors Co.

  • შემოსავალი: $115.8 მლრდ
  • მოგება: $1.7 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $45.7 მლრდ

General Motors-ი კი მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. ის აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს და ავტონაწილებს. ის ასევე ცნობილია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით. ის ოპერირებს ოთხი მთავარი ბრენდის ქვეშ, ესენია GMC-ი, Chevrolet-ი, Cadillac-ი და Buick-ი.

8. Fiat Chrysler Automobiles NV

  • შემოსავალი: $98.8 მლრდ
  • მოგება: -$1.5 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $22.9  მლრდ

Fiat Chrysler-ი იტალიაში დაფუძნებული მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. ის აწარმოებს სამგზავრო ავტომობილებს, კომერციულ ტრანსპორტს. კომპანია ოპერირებს რამდენიმე ბრენდის ქვეშ, ესენია: Fiat-ი, Chrysler-ი, Jeep-ი, Dodge, Ram-ი და სხვა. კომპანია ასევე აწარმოებს ავტონაწილებს და მეტალურგიულ პროდუქტს.

9. Hyundai Motor Co.

  • შემოსავალი: $85.4 მლრდ
  • მოგება: $1.6 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $19.8 მლრდ

Hyundai სამხრეთკორეული მულტინაციონალური ავტომწარმოებელია. კომპანია ქმნის და აწარმოებს ავტომობილებს, სატვირთოებს, კომერციულ ტრანსპორტს. მის მოდელებს წარმოადგენს: Accent-ი, Elantra, Sonata, Santa Fe, Tucson-ი და ძვირადღირებული მიმართულება Genesis-ი. ის ასევე აწარმოებს ავტონაწილებს, და აქვს ავტომომსახურების ცენტრებიც.

10. Nissan Motor Co. Ltd.

  • შემოსავალი: $80.2 მლრდ
  • მოგება: -$8.9 მლრდ
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: $15.3 მლრდ

Nissan-ი იაპონური მულტინაციონალური კომპანიაა. ის ქმნის და აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, საზღვაო აღჭურვილობებს, ტვირთამწეებს და სხვას. მისი მოდელებია: Altima, Maxima, Sentra, Versa, Pathfinder-ი, Rogue, Titan-ი და ელექტრომობილი LEAF-ი. კომპანიის ძვირადღირებული მოდელია Infiniti.

Previous Post

Fearing supply shortfall, EU wants to buy more COVID vaccines – EU sources

Next Post

10 Biggest Car Companies

მაგდა დოლიძე

Next Post
10 Biggest Car Companies

10 Biggest Car Companies

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result