Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

1920-იანების ჩაცმულობა ნიუ-იორკის ჯაზის ეპოქის მდელოზე

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in Forbes Life
0
1920-იანების ჩაცმულობა ნიუ-იორკის ჯაზის ეპოქის მდელოზე
0
SHARES
0
VIEWS

ჯაზის ეპოქის მდელოს მიღება ერთადერთი ადგილია ნიუ-იორკში, სადაც უცნობი ადამიანებიც კი ღიმილით, სიცილითა და ჩარლსტონის ცეკვით დაგითმობენ გზას შემთხვევით შეჯახებისას. აქ თქვენ თითქოს წარსულში ბრუნდებით და 1920-იანი წლების ჯაზის ეპოქის ნიუ-იორკში აღმოჩნდებით – ყოველ შემთხვევაში, ისეთში, როგორიც საზოგადოებრივ ელიტას ახსოვს ეს ეპოქა – ჩაიცვით 20-იანი წლების სტილის საუკეთესო ტანსაცმელი, წრუპეთ შამპანური და დატკბით ერთი მშვენიერი დღით, რომელიც მეტროს გადაჭედილ ვაგონებსა და გადატვირთულ ელექტრონულ ფოსტას დაგავიწყებთ.

ეს ღონისძიება, რომლის განმავლობაში დრო თითქოს ჩერდება, უკვე ცხრა წელია, რაც გუბერნატორების კუნძულზე წელიწადში ორჯერ იმართება და 4000-ზე მეტ დამსწრეს უიკენდის განმავლობაში თანამედროვე სამყაროს დაძაბული რეჟიმისა და ტექნოლოგიისაგან განრიდების საშუალებას აძლევს.

„აქ იმდენი რამ არის გასაკეთებელი, საჭიროა მუშაობა ანიმატორებთან, ხალხთან, რომელიც ამ ღონისძიებაზე სტუმრად მოდის, მათთან, ვინც ამ ღონისძიებაზე მუშაობს, ადამიანებს თან ინტერნეტთამაშებიც კი მოაქვთ”, – ამბობს ჯეანა უილი, როდესაც ლამაზ ფერებში გამოწყობილ საზოგადოებას ათვალიერებს.

შეიძლება ითქვს, რომ Instagram-ისთვის აქაურობა ნამდვილი ოქროს საბადოა. ფაქტობრივად, ყველა დამსწრე – 80-ს გადაშორებული ბოამოსხმული ქალბატონებით დაწყებული და ბაფთიან ჰალსტუხსა და აჭიმებში გამოწყობილი ბავშვებით დამთავრებული, უზადოდ არის ჩაცმული 1920-იანი წლების სამოსში – ქალბატონებს მზის საბურავები, ფრთიანი სალტეები და მარგალიტები ამშვენებთ, ხოლო მათი ულვაშიანი თანამგზავრები ღია ფერის საზაფხულო კოსტიუმებსა და გრძელცხვირიან საცეკვაო ფეხსაცმელებში არიან გამოწყობილები.

მშრალი კანონის ეპოქის შეკრებებს სათავე მაიკლ არენელამ დაუდო; სწორედ ამ ღონისძიებებზეა წარმოდგენილი მისი ჯაზის ეპოქის საცეკვაო მუსიკის ორკესტრი, რომელიც 1920-1930-იანი წლების ავთენტური, „ზედმიწევნით ზუსტი” სტილის მელოდიებით არის ცნობილი.

მართალია, მუსიკალური შემსრულებლები, თავად არენელას ორკესტრის, ჯაზის ვოკალისტის – კვინ ესტერისა და პიანისტის, პიტერ მინტუნის ჩათვლით ნამდვილად ღირს იმად, რომ კუნძულს ესტუმროთ, მაგრამ ღონისძიების ამგვარი პოპულარობის მთავარი ფაქტორი მაინც მოდაა.

ფაქტობრივად, აქ წელიწადში ორჯერ რეგულარულად იკრიბებიან ნიუ-იორკის მოდის ბლოგერები და ძველებური ყაიდის ჩაცმულობის მოყვარულები. კიოსკებში მზის ქოლგები, ძველებური ყაიდის ტანისამოსი, არტ-დეკოს სტილისა და ზარისებური ფორმის ქუდები იყიდება; ქალბატონები კი, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ტუჩის წითელი საცხითა და დაბალწელიანი, მაქმანითა და წვრილი მძივით გაწყობილი კაბებით, მოდის ნებისმიერი ფოტოგრაფის საოცნებო მოდელს მოგვაგონებენ.

კრისტინ და ჯინ მინსკი, რომლებიც ერთობლივი შოუს, „დები მინსკის” – 1920-იანი წლებით ინსპირირებული სტეპის – შემსრულებლები არიან, ძველი ყაიდის ტანსაცმელს მაშინაც კი ატარებენ, როდესაც შოუში არ იღებენ მონაწილეობას. აშკარაა, რომ მათთვის, ისევე როგორც ჯაზის ეპოქის მდელოს მიღების მრავალი დამსწრესათვის „რეტრო-ნუვოს” მოძრაობა, როგორც მას Wall Street Journal-მა უწოდა, უკვე ცხოვრების სტილად იქცა.

„ეს არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებაა – გაიხსენო და ხელახლა წარმოიდგინო ის, რაც რეალურად არ განგიცდია”, – ამბობს კრისტინი.

„ბევრი ჩვენგანი, ვინც ამ ღონისძიებას ვესწრებით, ძველი პანკ-როკერები ვართ, ის ეპოქა კი, განსაკუთრებით „ფლეპერი” (1920-იანი წლების თაობის ქალები), ძალიან წააგავს პანკ-როკს იმ გაგებით, რომ ეს მეამბოხეთა თაობაა და მიღებული ნორმების გამოწვევას წარმოადგენს”, – ამბობს ჯინი. „ქალები მოკლედ იჭრიდნენ თმას, ზემოთ იწევდნენ ქვედაბოლოს და გიჟებივით ცეკვავდნენ ჯაზის ჰანგებზე…. ფაქტობრივად, აქაც იმავე პოზიციასთან გვაქვს საქმე”.

Previous Post

გურმანთა ახალი დასასვენებელი ადგილი

Next Post

$210 000-იანი საფარი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
$210 000-იანი საფარი

$210 000-იანი საფარი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result