Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პოლიტიკა თუ მეცნიერება – რა შეიძლება იდგეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერების უკან?

by Giorgi Pirtskhalava
მარტი 17, 2021
in ქართულად
0
Politics, Not Science, May Be Behind Suspensions Of AstraZeneca’s Covid Vaccine
0
SHARES
0
VIEWS

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ბოლო ქვეყნები არიან, რომლებმაც „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის მოხმარება შეაჩერეს. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება დანიამ, ნორვეგიამ, ირლანდიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს.

როგორც აღნიშნული ქვეყნები ამბობენ, ამ ვაქცინის გამოყენების შეჩერების მიზეზი რამდენიმე შემთხვევაში თრომბის განვითარება გახდა. მეორე მხრივ, მეცნიერები ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა და მისი მოხმარების შეჩერება ვაქცინაციის პროცესს შეაფერხებს. არიან ასევე ანალიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერება არა სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური მიზეზით მოხდა.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ განაცხადა, რომ იტალიაში, ავსტრიასა და დანიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ განვითარებული თრომბის შედეგად თითო-თითო ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მეორე მხრივ რომ გავაანალიზოთ, ორგანიზმში თრომბის წარმოქმნა იშვიათი მოვლენა არ არის და მისი გამოწვევა ბევრ რამეს შეუძლია.

სან-დიეგოს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი დეივი სმიტი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა გახდა „ასტრაზენეკას“ მოხმარების შეჩერების შესახებ მთავრობების გადაწყვეტილების საფუძველი.

„არ მინახავს არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რატომაც შეწყვიტეს ამ ვაქცინის მოხმარება. ადამიანებს შესაძლოა, თრომბი ვაქცინის გარეშეც დაემართოთ“, – დასძინა მან.

„მოხმარების შეჩერება შედეგების გადასახედად, ნორმალურია, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მოხმარების შეჩერება პანდემიის წინაშე ადამიანების დაუცველად დატოვებას ნიშნავს“, – ამის შესახებ კი ჯონს ჰოპკინსის სასწავლებლის ეპიდემიოლოგი ჯენიფერ ნუზო აცხადებს.

ვაქცინების კომპანიების რბოლაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უფრო მეტი სირთულის დაძლევა მოუწია, ვიდრე მის კონკურენტებს. პრობლემები გასული წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გლობალური ტესტირება შეჩერდა, ვინაიდან რამდენიმე პაციენტში მწვავე დაავადება გამოვლინდა. თუმცა, შემოწმების პროცესი მალევე აღდგა.

საერთო ჯამში კი საერთაშორისო შემოწმების შედეგად მიღებული შედეგები  ძალიან დამაიმედებელი გამოდგა: ვაქცინამ ორი დოზის მიღების შემდეგ 82%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის პრევენციის კუთხით 100%-იანი ეფექტიანობა. ამ შედეგების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა მას ავტორიზაცია მალევე მისცა. შემდეგ მას მიჰყვნენ ევროკავშირი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც. ამ დრომდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უკვე 17 მლნ ადამიანს გაუკეთდა.

ამასთან ამ ვაქცინის დადებითი მხარე ასევე ისიცაა, რომ მისი დისტრიბუცია და შენახვა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით მარტივია, ვინაიდან მისთვის ჩვეულებრივი სამაცივრე პირობებიც საკმარისია.

ამ ყველაფრის ფონზე სპეციალისტები სვამენ კითხვას: რატომ გადადგეს ევროპულმა ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ ასეთი რადიკალური ნაბიჯები? საინვესტიციო ბანკმა Barclays-მა მიმდინარე თვის ანგარიშში აღნიშნა, რომ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებს შორის უმრავლესობას უფრო მეტად პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, ვიდრე მეცნიერული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობები ცალკეულ ქვეყნებში შესაძლოა ეძებდნენ ვინმეს დასადანაშაულებლად. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშიც შესაძლოა, ეს გახდა მიზეზი.

თუმცა ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ  ვაქცინაციის პროცესი ფერხდება. უფრო მეტიც, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ფიქრობს, რომ  კოვიდ-ვაქცინა უსაფრთხოა. ამიტომაც ექსპერტები ჯანდაცვის უწყებებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ.

Previous Post

Politics, Not Science, May Be Behind Suspensions Of AstraZeneca’s Covid Vaccine

Next Post

Bankruptcies in the Netherlands in February at Lowest Level in 30 Years

Giorgi Pirtskhalava

Next Post
Bankruptcies in the Netherlands in February at Lowest Level in 30 Years

Bankruptcies in the Netherlands in February at Lowest Level in 30 Years

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result