Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ათი ყველაზე მძლავრი AI-სუპერკომპიუტერი

by Salo Papalashvili
ივლისი 24, 2025
in მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ათი ყველაზე მძლავრი AI-სუპერკომპიუტერი
0
SHARES
0
VIEWS

უკანასკნელ წლებში, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებისა და გავრცელების მზარდი ტენდენცია მსხვილ კომპანიებსა თუ სახელმწიფოებს AI-მოდელების, AI-ცენტრებისა და მათ შორის AI-სუპერკომპიუტერების მიმართულებით ინვესტირებისა და კვლევებისკენ უბიძგებს. მიუხედავად კონკურენტი ქვეყნების მხრიდან დიდი ძალისხმევისა, ამჟამად AI-ინდუსტრიის ლიდერი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც, მეტწილად, ქვეყანაში ტექნოლოგიური კომპანიების სიუხვითაა განპირობებული.

დღეს ტექნოლოგიური კომპანიები სწრაფი ტემპით მუშაობენ AI-სუპერკომპიუტერების (იგივე GPU-კლასტერები და AI-მონაცემთა ცენტრები) შექმნაზე. განსაკუთრებით გულუხვნი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიები არიან. Big Tech-ფირმები, კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, AI-ინდუსტრიაში მილიარდობით დოლარს აბანდებენ. ეს სუპერკომპიუტერები AI-მოდელების დასატრენინგებლად მუდმივად მზარდი რაოდენობის ჩიპებს იყენებენ.

Epoch AI-დან მიღებული 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ათი ყველაზე მძლავრი AI-სუპერკომპიუტერიდან ცხრა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ერთიც (სიძლიერით მეათე) ჩინეთს ეკუთვნის. აშშ-ში წარმოდგენილი AI-სუპერკომპიუტერებიდან კი ყველაზე მძლავრი xAI-ის Colossus Memphis Phase 2-ია. ეს უკანასკნელი ამჟამად აქტიური ყველაზე დიდი GPU-ზე (გრაფიკული დამუშავების ერთეული) დაფუძნებული AI-კლასტერია. Phase 2-ის გაფართოების შედეგად, xAI-ის სუპერკომპიუტერის სიმძლავრე ახლა უკვე 200,000 H100 GPU-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც NVIDIA-ს მოწინავე 200,000 AI-ჩიპის ერთობლივი მუშაობა. შედეგად, xAI-ის სუპერკომპიუტერის Phase 2 გაფართოება, მისი სხვა კონკურენტებისას, ისევე როგორც მისი წინამორბედისას, ორჯერ აღემატება.

შედარებისთვის, საინტერესოა ისიც, რომ Colossus Memphis Phase 2-ს წამში 400 კვინტილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ OpenAI-ის GPT‑3-ის მსგავსი მოდელის გადამზადებას ეს AI-სუპერკომპიუტერი 2 საათზე ნაკლებ დროს მოახმარს. ცნობისთვის, გადამზადების იმავე პროცესზე OpenAI 2020 წელს დაახლოებით ორ კვირას ხარჯავდა.

რაც შეეხება xAI-ის სუპერკომპიუტერების მთავარ კონკურენტებს. Colossus Memphis Phase 1-ის მსგავსად, Meta-ს 100K-სა და OpenAI/Microsoft-ის Goodyear Arizona-ს შემთხვევაში სიმძლავრე იმდენია, რამდენიც 100,000 H100-ს ერთობლივი მუშაობა.

H200-ზე დაფუძნებულ საჯაროდ გაშვებულ AI-კლასტერებს შორის უმძლავრესი Oracle-ის სუპერკომპიუტერია. Oracle-ის ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობის სიმძლავრე დაახლოებით 260 ეგზაფლოპსს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ Oracle-ის სუპერკომპიუტერი წამში 260 კვინტილიონ გამოთვლას ასრულებს. ამ შედეგს მოწყობილობა Nvidia-ს 65,536 ერთეული H100-ჩიპის ეკვივალენტის საშუალებით აღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კვლევაში Google-ისა და Amazon-ის მონაცემები მოცემული არაა. კომპანიებს საჯაროდ ინფორმაცია არ განუცხადებიათ, თუმცა, როგორც ცნობილია, Google-ი Gemini-სთვის TPU-ს ინფრასტრუქტურას იყენებს, ხოლო Amazon-ი, „ულტრაკლასტერის” მსგავსი სისტემის განვითარებას Trainium-ის ჩიპების საშუალებით გეგმავს.

მსოფლიოში ათი ყველაზე მძლავრი AI-სუპერკომპიუტერი:
სუპერკომპიუტერი  H100-ს ეკვივალენტი  კომპანია ქვეყანა 
xAI Colossus Memphis
Phase 2
200,000 xAI აშშ
Meta 100k 100,000 Meta AI აშშ
OpenAI/Microsoft
Goodyear Arizona
100,000 Microsoft, OpenAI აშშ
xAI Colossus Memphis
Phase 1
100,000 xAI აშშ
Oracle OCI Supercluster
H200s
65,536 Oracle აშშ
Tesla Cortex Phase 1 50,000 Tesla აშშ
Lawrence Livermore NL
El Capitan Phase 2
44,143 U.S. Department of
Energy
აშშ
CoreWeave H200s 42,000 CoreWeave აშშ
Lambda Labs
H100/H200
32,000 Lambda Labs აშშ
Anonymized Chinese
System
30,000 N/A ჩინეთი
Previous Post

როგორია მსოფლიო ლიდერების მოწონების რეიტინგი 2025 წლის ივლისისთვის?

Next Post

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში

Salo Papalashvili

Next Post
Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result