Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა
0
SHARES
0
VIEWS

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ბანკი 2021 წელს საქართველოსთვის  4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ADB-ის შეფასებით, მომდევნო წელს ტურიზმის, ექსპორტისა და ადგილობრივი მოხმარების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს. 

განახლებული პროგნოზით ADB მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8%-იანი ზრდის საპირისპიროდ.

“კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება,“ – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. – „გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობით და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად. ADB კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პანდემიის დაძლევაში და მის გვერდით იქნება დივერსიფიცირებული და ინკლუზიური განვითარების გზაზე.“

ანგარიშის მიხედვით საქართველოში ინფლაცია 2020 წელს 6.0%, ხოლო 2021 წელს 4.5% შეადგენს, რაც აპრილში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6%-ით კვების პროდუქტებზე, 4.3%-ით სხვა საქონელსა და 2.2%-ით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6%-ს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4%-ით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა.

კოვიდ-19-ის შესაკავებლად გატარებულმა შეზღუდვებმა კერძო ინვესტიციები 1.9%-ით შეამცირა. საჯარო მოხმარების მცირედი, 0.9%, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების 0.8%-ით კლება შეინიშნა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ორივე მათგანის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე მოსალოდნელია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატება ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს.

განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში შესაბამისად 11 და 8 პროცენტით, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგებული დეფიცის თანმდევი პროგნოზია, რადგან ტურიზმის 29.8%-ით შემცირებამ სერვისების ექსპორტი 15.6%-ით შეამცირა.

ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება.

Previous Post

როგორ აქცია რიდ ჰასტინგსმა Nexflix-ი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად?

Next Post

აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 26 პროცენტით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 26 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 26 პროცენტით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result