ტექნოლოგიები

Presented by

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) სმენის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის პირველი მოწყობილობა დაამტკიცა. ფუნქცია საზოგადოებას კვირის დასაწყისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა გააცნო. კომპანიის თქმით, პროგრამა ახალი თაობის AirPods-თან...

Bloomberg-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სტარტაპი OpenAI ინვესტირების ახალი რაუნდის გახსნას გეგმავს. გამოცემისვე განცხადებით, OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $150 მილიარდით განისაზღვრება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სტარტაპად აქცევს. მედიასააგენტოს ინფორმაციით, ChatGPT-ის...

პროგრამული უზრუნველყოფისა და ქლაუდ-პლატფორმა Oracle-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში დაწინაურდა. მან Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და LVMH-ის დამფუძნებელ ბერნარ არნოს გადაასწრო. მილიარდერების რეიტინგში ელისონის დაწინაურების მიზეზი საფონდო ბირჟაზე...

ინდოეთის ერთ-ერთი პროფკავშირის განცხადებით, Samsung Electronic-ის საწარმოში, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს, თანამშრომლები უვადოდ გაიფიცნენ. Reuters-ის ინფორმაციით, გაფიცვამ საწარმოო პროცესზე გავლენა უკვე მოახდინა. ინდოეთის საწარმოში გაფიცულები ხელფასების მატებას ითხოვენ. ცნობისთვის, გასულ...

Huawei-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ ახალი, სამ ნაწილად კეცვადი სმარტფონისთვის 2.6 მილიონი წინასწარი ჯავშანი მიიღო. სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა ფლაგმანური მოდელის Mate XT-ის წინასწარი შეკვეთების მიღება შაბათს დაიწყო. სფეროს...

ევროკავშირის კონკურენციის მიმართულების ხელმძღვანელის, მარგრეტე ვესტაგერის უფლებამოსილების ბოლო პერიოდში, ევროპულმა სასამართლომ ორი ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ისა და Google-ის წინააღმდეგ მილიარდდოლარიანი დავების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია 13-მილიარდევროიან კონფლიქტზე, რომელიც Iphone-ების დამამზადებელი კომპანიის მიერ...

გავრცელებული ხმები გამართლდა და ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, უახლესი მოდელების წარდგენის ღონისძიებისთვის, ტრადიციისამებრ სექტემბრის პირველი ნახევარი შეარჩია. 9 სექტემბერს კალიფორნიის სათავო ოფისში გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა საზოგადოებას iPhone 16-ის სტანდარტული და პლუს...

Apple Music-ის Shazam-ის რადიოჩარტების მონაცემებით, საბრინა კარპენტერის საზაფხულო ჰიტი „Espresso“ სეზონზე გლობალური რადიოსადგურების ლიდერი იყო. ხოლო, ყველაზე მეტი სტრიმინგი, ამავე პერიოდში, Apple Music-ზე კენდრიკ ლამარის დისი-ტრეკმა – „Not Like Us“-მა...

„ქლუგერი“ ქართულ ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და საზოგადოებისთვის ჭკვიანი სახლის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზება დაიწყო. კომპანიამ მიზნად დაისახა, მომხმარებლების ყოველდღიურობა უფრო მარტივი, კომფორტული და ენერგოეფექტიანი გაეხადა. „ქლუგერი“ ბავშვობის მეგობრებმა...

ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ისტორიაში პირველად ადგილობრივი ქარხნების დახურვას განიხილავს. ამის მიზეზი კი აზიურ ავტომწარმოებლებთან კონკურენციის ფონზე გაზრდილი ხარჯებია. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ოლივერ ბლუმესა და ავტომოწარმოებელზე დიდი...

ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია BYD-მ აგვისტოში რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. მისი განცხადებით, გასულ თვეში წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა, მთლიანობაში კი 370,854 ერთეული სამგზავრო ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ზრდა ჰიბრიდულ...

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული Nvidia-ს კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსთა მოლოდინებს კიდევ ერთხელ გადააჭარბა. ივლისში დასრულებული მეორე ფისკალური კვარტლის მონაცემებით, აქციაზე კომპანიის შემოსავალმა $0.67 შეადგინა. შედეგად, FactSet-ის ანგარიშით, Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი რეკორდულ, $30...

ელექტრონული კომერციის კომპანია PDD Holdings-ის დამფუძნებელმა, კოლინ ჰუანგმა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მხოლოდ ორი კვირით შეინარჩუნა. ერთ დღეში ჰუანგმა $14 მილიარდი დაკარგა, რაც კომპანიის აქციების ფასის 30%-ით შემცირებამ გამოიწვია. Forbes-ის...

Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში, 24 აგვისტოს დააკავეს. რუსი მილიარდერი პარიზში აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. დუროვის დაკავებიდან მალევე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი...

სააქციო საზოგადოება Kaspi.kz-მა უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოს (SAMA) ფორმალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია ბანკთაშორისი დამუშავების ეროვნული ცენტრის (HUMO) პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა SAMA-ს...

Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Toyota Motor Corp-ი და BMW სათბობელემენტიანი ელექტრომობილების (FCEV) წარმოებაზე ალიანსს განაახლებენ. მისივე ცნობით, კომპანიები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მომდევნო კვირაში მოაწერენ, ოფიციალური განცხადება კი 5 სექტემბერს გაკეთდება. ავტომწარმოებელთა...

უახლესი