Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes – ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური მედიაბრენდი

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in Forbes
0
Forbes – ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური მედიაბრენდი
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-ში ჩემი მუშაობის ძირითადი მიმართულება ჩვენი ბიზნესის მსოფლიო მასშტაბით გაფართოებაა. დღესდღეობით, ჟურნალების ასოციაცია Fipp-ის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Forbes-ი ყველაზე სწრაფად მზარდი გოლბალური ბრენდია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყველა ტიპს შორის. ასე იყო დიდი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი. მე ცივი ომის პერიოდში ვიზრდებოდი და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ Forbes-ი ისეთ ბაზრებზე შევიდოდა, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი. მაგრამ დღეს ჩვენ არა მარტო ვართ ამ ბაზრებზე, არამედ ვლიდერობთ კიდეც.

Forbes-ის ბრენდზე ასეთი დიდი მოთხოვნა არასოდეს ყოფილა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საოცრად პოპულარულია ჩვენი ჟურნალისტიკისა და პროსამეწარმეო გზავნილების ბრენდი. ჩვენი სარედაქციო მისიის შეჯამება შემდეგნაირად შეიძლება: „არ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია — არ არის ახალი ამბავი”, რადგან სწორედ ეს სჭირდება მკითხველს და არა უბრალოდ მარტივი რეპორტაჟები. დღეს აუდიტორია ითხოვს მძაფრ, საინტერესო სტატიებს ძლიერი კრიტიკული აზრით. ადამიანებს უნდათ გაიგონ როგორ გააფართოონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან და მართონ სიმდიდრე და ისარგებლონ მიღწეული წარმატებით: მალკოლმ ფორბსის სტილში. მათ მოსწონთ ჩვენი მდიდარი ადამიანების რეიტინგები და ქმნიან კონკრეტულ ქვეყნებზე ორიენტირებულ ვერსიებს ადგილობრივი ბაზრებისათვის. ყველას აინტერესებს, ვინ შედის ამ სიებში,რათა გაიზიარონ მათი გამოცდილება და თავადაც დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი.

Forbes-ი გამოდის რუსეთშიც, პოლონეთშიც და კორეაშიც. ჩვენ ასევე გვაქვს გამოცემები ისრაელში, თურქეთში და არაბეთში. პოლონეთში, მაგალითად, რებრენდინგი გავუკეთეთ უკვე არსებულ გამოცემას, სახელად Profit, რომელიც ფულს კარგავდა. მას შემდეგ, რაც Forbes Poland-ად იქცა, ჟურნალი ძალიან წარმატებული გახდა. ეს ჩემთვის Forbes-ის ბრენდის შესაძლებლობების აშკარა დემონსტრირება იყო.

ჩვენ განვაგრძეთ ენერგიული ზრდა ბოლოდროინდელი გაფართოებით არგენტინაში, აფრიკაში, ბრაზილიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესტონეთში, ფრანგულენოვან აფრიკაში, საქართველოში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ლატვიაში, რუმინეთში, სლოვაკიასა და უკრაინაში. საბერძნეთში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, ჩვენ გამოვუშვით ბერძნული გამოცემა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით გამოდის. გარდა ამისა, ბევრ ამ ქვეყანაში დავიწყეთ ForbesWoman-ის გამოცემაც. Forbes-მა გადააჭარბა აშშ-ს (900 000) ტირაჟს მილიონზე მეტი მკითხველის ბაზით, მსოფლიო მასშტაბით. იგეგმება შესვლა მექსიკაში, ჩილეში, კოლუმბიაში, პერუში, მონღოლეთში, ესპანეთსა და ვიეტნამში. Forbes-ი 20 ენაზე გამოიცემა. მალე ეს რიცხვი 22-მდე გაიზრდება, მონღოლურისა და ვიეტნამურის დამატებით.

ხშირად მეკითხებიან, რამდენი ენა ვიცი. სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ რამდენიმე. მაგრამ ბევრი ჩვენი პარტნიორი ინგლისურად ჩემზე უკეთ საუბრობს. ამჟამად ჟურნალს 49-ზე მეტ ქვეყანაში ვავრცელებთ, მომავალი წლის ბლოსათვის მათი რაოდენობა 62-ს გადააჭარბებს.

გარდა ამისა, Forbes-მა ორ წელიწადში ცხრა საერთაშორისო ვებ-გვერდი შექმნა და მალე მექსიკისა და ყაზახეთის საიტებიც გამოვა. ჩვენ ვგეგმავთ სწრაფ გაფართოებას დასავლეთ ევროპის დარჩენილი ქვეყნების მიმართულებითაც. ამ ბაზრებზე, გარდა ბეჭდური გამოცემებისა და ვებ-გვერდებისა, ვაპირებთ მრავალი სხვადასხვა ღონისძიებისა და ტელეგადაცემის მომზადებას. ასევე ვგეგმავთ წარმოების კონტროლის დირექტორის, ლიუის დვორკინის ინოვაციური მოდელის, ავტორთა მონაწილეობის, დანერგვას აშშ-ს ფარგლებს გარეთ მდებარე ბაზრებზე.

გლობალური მასშტაბების შეძენა გადამწყვეტი იყო ჩვენი ზრდის სტრატეგიისათვის, საზღვრების გაფართოებით ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება,თუმცა ეს პროცესი უპრობლემოდ არ მიმდინარეობს: მეკობრეები არეგისტრირებენ ჩვენს სავაჭრო ნიშნებს, მთავრობები ართულებენ ბიზნესის წარმოებას, ზოგიერთ ქვეყანში კი — სახსრებს ამოღებასაც.
ყოფილა ჩვენი სარედაქციო კონტენტის აკრძალვის მცდელობებიც. ერთ-ერთ ქვეყანაში ჩვენი სავაჭრო ნიშნის მფლობელი, გამოცემის უფლების სანაცვლოდ, Forbes-ის ფაბერჟეს კვერცხების კოლექციას ითხოვდა. ჩვენ შევძელით საქმის მოგვარება ყოველგვარი გადახდის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმპერიის ძვირფასეულობების გადაცემაზე, მაგრამ უკეთესი იყო ეს ყველაფერი ერთწლიანი სასამართლო პროცესის გარეშე გადამწყდარიყო. თუმცა ეს ის მცირედი საფასურია, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმ ზრდის შესაძლებლობისათვის, რასაც კომპანია 95 წლიანი ისტორიის განმავლობაში განიცდის.

ძლიან დიდი პატივი და პრივილეგია იყო ამ საქმიანობის ხელმძღვანელობა და მსოფლიოს ამდენ ნიჭიერ ადამიანთან მუშაობა. ტომ ვულფი, რომელიც ნიუ-იორკში ჩემთან ერთად მუშაობდა, გამოცემის ნამდვილი მებრძოლი და გენერატორი იყო. უილ ადამოფოლოსი ჩვენი მამოძრავებელი ძალა იყო აზიაში. ჩვენი გარეშე პარტნიორები საუკეთესო და უჭკვიანესი ადამიანები არიან. ისინი საქმეს საოცრად შემოქმედებითად უდგებიან და ჩვენ ერთმანეთისაგან ვსწავლობთ. ძალიან საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ ათავსებენ ახალი პარტნიორები Forbes-ის ბრენდს ადგილობრივ ბაზრებზე. ასეთ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდით იმ ურთიერთობების გარეშე, რომლებიც მთელი მსოფლიოს ადგილობრივ გამომცემლებთან დავამყარეთ.

მედიაბიზნესი საკმაოდ რთული გასაძღოლია საკუთარ ბაზარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ ბაზრებზე. ადგილობრივ საქმიან გამოცდილებას და ნოუ-ჰაუს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქმის ამუშავებაში. მე ვაკვირდებოდი, როგორ აღწევდნენ წარმატებას რუპერტ მერდოკი და სერგეი ბრინი მსოფლიო მასშტაბით და მივხვდი, რომ თუ ისინი ვერ ახერხებდნენ დამოუკიდებლად თავის გართმევას, ვერც მე შევძლებდი ამის გაკეთებას. კარგ პარტნიორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველგან, სადაც მივდიოდი, ადამიანები ყოველ ღონეს ხმარობდნენ¸რომთავი სასურველ სტუმრად მეგრძნო, მაცნობდნენ საკუთარ კულტურას და მშობლიურ ქვეყანას. ძალიან გამაოცა მათმა სტუმართმოყვარეობამ და სიკეთემ. ჩემს მადლიერებას სიტყვებით ვერ გამოვხატავ.

ჩვენი მეგობრების დიდი დახმარებით Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს-მედიაბრენდად იქცა და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ.

 

 

Previous Post

DJ – ჩვენი დროის როკ-ვარსკვლავი

Next Post

კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

მაგდა დოლიძე

Next Post
კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result